„ჰაიარტუნ“ კულტურულ ცენტრში გაიჟღერა ტიგრან მანსურიანის „რექვიემმა“ |
5 მაისს სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ" კულტურული ცენტრის გალუსტ გიულბეკიანის სახელობის დარბაზში თბილისის სომეხ მოსახლეობას საშუალება მიეცა მოესმინა ნიჭიერი კომპოზიტორის, მაესტრო ტიგრან მანსურიანის „რექვიემის“ ჩანაწერი. მუსიკა, რომელიც სომეხი ხალხის საუკუნოვანი ისტორიის გადაფურცლვის, ურარტუს წარმოდგენის, სომხური ხელოვნების ფერების შეგრძნების და სომხური სასულიერო სიმღერებით მოხიბლვის საშუალებას ანიჭებს ადამიანს.
თბილისის მუსიკის მოყვარული საზოგადოება, უსათუოდ, კარგად იცნობს მანსურიანის "ბროწეულის ფერი“, "ცის ერთი ნაფლეთი“, "ჩვენ ვართ ჩვენი მთები" და სხვა ფილმებისათვის დაწერილი მუსიკას, რომელიც ახლოსაა სომეხი მსმენელისათვის. ნაწარმოები „რექვიემი“ ეძღვნება სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას. „ჰაირტუნის“ ტექნიკურმა აღჭურვილობამ შესაძლებელი გახადა „რექვიემის“ მოსმენის შემდეგ დამსწრეთა და მაესტროს შორის პირდაპირი კავშირის დამყარება. მაესტრო მიესალმა დამსწრეებს, შემდეგ ისაუბრა იმ ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაოს შესახებ, რომელიც წინ უძღვოდა „რექვიემისთვის“ ამ საბოლოო სახის მიცემას. მაესტროს მიესალმნენ და სხვადასხვა კითხვით მიმართეს მწერალ-თარჯიმანმა გივი შახნაზარმა, ხელოვნებათმცოდნე მიქაელ გრიგორიანმა, პროზაიკოსმა არტემ გრიგორენცმა, სტუდენტმა ანა შაჰბაზიანმა და სხვა. საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მიმართა სომხეთის რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწე ტიგრან მანსურიანს, მადლობა მოახსენა ღონისძიებაში მონაწილეობისათვის, უსურვა ჯანმრთელობა და დღეგრძელობა. ღონისძიების საორგანიზაციო ნაწილის პასუხისმგებლები გახლდნენ „ჰაიარტუნ“ კულტურული ცენტრის თანამშრომლები ლევონ ჩიდილიანი, პაველ ოგანეზოვი და ვალერი ბადალიანი. |