ჯაზი - ტოლერანტობის ფენომენი |
ა.წ. 2 ივნისს სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კულტურულ ცენტრში „ჰაიარტუნ" საზოგადო მოღვაწე არტემ კირაკოზოვის (გრიგორენცის) ინიციატივით შედგა თემატური საღამო „ჯაზი - ტოლერანტობის ფენომენი“, რომლის ორგანიზატორი გამოვიდა წამყვანის და მუსიკოსის როლში. მისი თქმით, ეს იდეა გაუჩნდა საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ქადაგებების დროს, როცა მისგან ხშირად ისმენდა საქართველოს ტრადიციული
ტოლერანტობის შესახებ. მიიღო რა წმინდა მამისგან ურთიერთმოთმინების და შეთანხმების იდეის ჯაზით ჩვენებაზე, ა. კირაკოზოვმა თავის ჯაზის მუსიკოს მეგობრებს შესთავაზა გამოსვლა ცენტრში „ჰაიარტუნ“. ჯაზი, რომელიც წარმოიშვა ამერიკაში აფრიკულსა და ევროპულ ბაზაზე, მრავალ ცვლილებას დაექვემდებარა, მაგრამ ურთიერთგაგების თვალსაზრისით დარჩა უცვლელად, რის წყალობით მუსიკოსებს შეუძლიათ მომზადების გარეშე, კოლექტიურად შეიკრიბონ და დაუკრან მუსიკა, ე.წ. "სტანდარტები", რომლებიც გახდა "კლასიკური ჯაზი". "ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრში უფროსი თაობის მუსიკოსებთან - რომან ბრეგვაძესთან (ფორტეპიანო, გიტარა), არტემ კირაკოზოვთან (დასარტყამი ინსტრუმენტებ), ზურაბ ჩიხორიასთან (კონტრაბასი), ერთად გამოვიდნენ ახალგაზრდა მუსიკოსები - მარიანა კირაკოზოვა (ვიოლინო), არტურ კრომე (ტენორი - საქსოფონი), პაატა ჩარგეიშვილი (სასულე): ჯოვანი ვეფხვაძის, ალექსანდრე ბერდიშევის, შალვა პაჩოშვილის, ერნა დოლმაზოვას ნახატებმა დაამშვენეს საღამოს ატმოსფერო. განსაკუთრებული იყო კომპოზიტორისა და მომღერლის ნუნუ გაბუნიას საბავშვო სტუდიის მოსწავლის, ახალგაზრდა ნიჭიერთა რესპუბლიკურ კონკურსში გამარჯვებულის, 12 წლის ლიზა მაზიაშვილის შესრულება. საღამოზე წაიკითხეს ჯაზისადმი მიძღვნილი ლექსები. საკუთარი და ირაკლი ჩარკვიანის ლექსების რუსული და ქართული ვერსიები წაიკითხეს არტემ გრიგორენცმა და გოგა აბალუძემ. ხელოვნების მოყვარულ საზოგადოებაში ცბობილმა ნინა კარაპეტიანმა წაიკითხა ჯერ გევორგ სნხჩიანის სპეციალურად ამ საღამოსთვის დაწერილი სომხური ლექსი, შემდგომ შეასრულა არნო ბაბაჯანიანის სიმღერა "პირველი სიყვარულის სიმღერა" იმავე სახელწოდების ფილმიდან. საღამო დაამშვენა პიანისტის ესაი აბოვიანის მიერ შესრულებულმა ოსკარ პიტერსონის მუსიკამ. ჯაზის საღამოს შეუერთდა აგრეთვე ჯაზ-პიანისტი პაველ ოგანეზოვი. ისტორიკოსი ენოქ თადევოსიანი გამოვიდა სპეციალური მოხსენებით პოსტსაბჭოურ სივრცეში ჯაზის ისტორიის შესახებ. ჯაზის კრიტიკოსმა და ჯურნალისტმა ნოდარ ბროლაძემ ჯაზის საღამოს საეკლესიო ცენტრში ჩატარებას უწოდა სიმბოლური, ვინაიდან ჯაზი ეფუძნება აგრეთვე სპირიჩუელსებს - აფრო-ამერიკელების ბიბლიურ თემებზე შესრულებებს. საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა თავის გამოსვლაში მადლობა მოახსენა ღონისძიების ორგანიზატორსა და ყველა მონაწილეს, ქართული საზოგადოების ფართო სპექტრის ჩართულობას ამ ღონისძიებაში უწოდა ამ იდეის აშკარა დამტკიცება. |