1geo

fb you od

ტერიანული პოეზიის დღე განძაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

480473 250949495021870 1085675503 n

1967 წლიდან დაწყებული ივლისის თვის ბოლოსწინა დასვენების დღე ეძღვნება ჯავახეთის სიამაყეს, სომხური კლასიკური ლიტერატურის ნიჭიერ წარმომადგენელს - ლირიკოს ვაჰან ტერიანსა და მის შექმნილ განუმეორებელ პოეზიას.

და აი ტრადიციისამებრ 21 ივლისს ჯავახეთის ნინოწმინდის რაიონის სოფელ განძაში კვლავ ადიდეს ნიჭიერი პოეტი და მისი პოეზიის უკდავება.

600785 250949601688526 2009398285 n

საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ინიციატივით მიმდინარე - 45- ტერიანულ დღეს ესწრებოდა თბილისელი ინტელიგენციის ჯგუფი - მწერალ-მთარგმნელის გივი შახნაზარის, საზოგაო მოღვაწეების სამველ აღეკიანის, რაფიკ აღაჯანიანის, საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარის მერუჟან შაჰუმიანის, საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარის რუბენ თოროსიანის, საქართველოს სომეხთა ეპარქიის   წარმომადგენლობის, "ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრი თანამშრომლების, თბილისის სომეხი ინტელიგენციის და სხვათა შემადგენლობით.

დილიდან ხალხმრავლობა იყო ნინოწმინდის რაიონის სოფელ განძაში. ჩამოდიოდნენ სტუმრები თბილისიდან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, სომხეთის რესპუბლიკის რეგიონებიდან და დედაქალაქ ერევნიდან.

ანძის ეკლესიაში წმინდა წირვა-ლოცვაზე მონაწილეობის შემდგომ სტუმრებმა ეწვივნენ ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმ, შემდეგ კი, გაშლილ მინდორზე გაიმართა დღესასწაული, ადგან ვერცერთი დარბაზი ვერ დაიტევდა ტერიანული პოეზიის თაყვანისმცემლებს, დიდი პოეტის ხსოვნისადმი პატივის მიგების მსურველებს.  

ტერიანული დღის დღესასწაულ ესწრებოდნენ სამცხე ჯავახეთის გუბერნატორი ვანო წიკლაური, სომხეთის რესპუბლიკის არმავირის რეგიონის გუბერნატორი აშოტ ღაჰრამანიანი, საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, მამა ბაბკენ სალბიანი, სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ლევონ ანანიანი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი დავით შემოქმედელი, საქართველოს პარლამენტის, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების დეპუტატები, თანამდებობის პირები, ახალქალაქისა და ნინოწმინდის ადგილობრივი ხელისუფლების, ინტელიგენციის და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, სტუმრები სომხეთისა და საქართველო რეგიონებიდან, თბილისიდან და ერევნიდან.

ღონისძიება გახსნა სოფელ განძის ვაჰან ტერიანის სახელობის სკოლის დირექტორმა სარის დურგარიანმა, მან სიამაყით აღნიშნა, რომ 1967 წლიდან დაწყებული განძაში ტერიანის დღე სიმბოლური თაყვანისცემაა ამ მიწ-წყლის შვილის ვაჰან ტერიანისა და მისი შექმნილი პოეზიისა.   სომხეთის რესპუბლიკის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ ლევონ ანანიანმა ყურადღება გაამახვილა ტერიანის პოეტურ სამყაროზე,  თავის მადლიერება გამოხატა საქართველოს მთავრობას 1981 წლიდან ტერიანული პოეზიის დღის სახელმწიფო დღესასწაულებში ჩართვისათვის, და აღნიშნა, რომ ურიგო არ იქნებოდა, რომ სომხეთის   სახელმწიფო სტრუქტურებს   განეხილათ  ასეთი მიდგომის საჭიროება და ტერიანული დღე, ისევე როგორც საიათ-ნოვასვარდატონი“   აღნიშნულიყო სომხეთშიც.  

"კარინ", "არცახის პატარები და "განძის განძური" ანსამბლების, ასევე ინდივიდუალური შემსრულებლები და ასევე წამყვანის , სომხეთის სახალხო არტისტი აზატ გასპარიანის მშვენიერი სიტყვით ტერიანული დღე ჭეშმარიტად იქცა სახ