აკურთხეს ჯგრაშენის ეკლესია წმიდა ჰრეშტაკაპეტაც (მთავარანგელოზთა) |
ნინოწმინდის რაიონის სოფელ ჯგრაშენის მოსახლეობისათვის 11 ნოემბერი ჭეშმარიტად ისტორიულ დღედ იქცა, სოფელში ამაყად იდგა და კურთხევას ელოდა მთლიანად გარემონტებული ეკლესია წმიდა ჰრეშტაკაპეტაც. ჯგრაშენს სტუმრობდნენ საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, მეუფე ბაბკენ სალბიანი, ნინოწმინდის სომხური თემების სულიერი მოძღვარი მამა არმაშ პოღოსიანი, ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიის სულიერი მოძღვარი მამა ტათევ მანუკიანი, რუსეთში მცხოვრები ჯგრაშენელი არსენ ქსპოიანი და სხვანი.
ჯერ კიდევ 1829-1830-ან წლებში კარინის პროვინციის რამდენიმე სოფლიდან გადმოსახლებული ოჯახის ღვთის სახლი, 1850-იან წლების დოკუმენტებში მოხსენიებული სურბ ჰრეშტაკაპეტაც ეკლესია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ნახევრადდანგრეული იყო, რუსეთში მცხოვრები ჯგრაშენელი არსენ ქსპოიანის ქველმოქმედებით, სრულად გარემონტდა. 11 ნოემბერს საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა და მეუფე ბაბკენ სალბიანმა აკურთხეს ეკლესია, შემდეგ ქველმოქმედ არსენ ქსპოიანს გადასცეს კურთხევითი წერილი. კურთხევის შემდეგ ეკლესიაში ჩატარდა ღვთისმსახურება, იმავე დღეს ეკლესიაში მოიანათლა არსენ ქსპოიანის ოჯახის რვა წევრი, აღსრულდა მისი სანუკვარი ოცნება. ღვთისმსახურების შემდეგ ეკლესიის ეზოში გაიმართა ქორეოგრაფ ალიკ ქსპოიანის ანსამბლის „ჯავახქ“ კონცერტი, შემდეგ ხალხს დაურიგდა შესაწირი. |