1geo

fb you od

თბილისის სომეხი ფოტოგრაფების გამოფენა "ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

774326 317120485071437 125682646 o

საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის ინიციატივითა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის ხელშეწყობით 19 იანვარს სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზიში გაიხსნა თბილისის სომეხ ფოტოგრაფთა ნამუშევრების გამოფენა.

774283 317120618404757 277983083 o

საგამოფენო დარბაზის კედლებს ამშვენებს შვიდი ათეული ფოტო, ესენი ცნობილი მსახიობები და საზოგადო მოღვაწეებია, ისტორიული და არქიტექტურული უნიკალური ძეგლები, რომლებიც უკვდავყოფილია ფოტოგრაფის ოსტატობით. გამოფენაზე წარმოდგენილია ცნობილი ფოტოგრაფების -იური მეჩიტოვის, რუბენ რუხკიანის, იური აკულიანის, ვალერი ჰუნანიანცის, არტურ მანუკიანის, იური ტერტეროვის, ესაი აბოვიანის, ნიკ აკოპოვის, ირინა თადევოსოვას, მაია დეისაძის და სხვათა ნამუშევრები.

გამოფენის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ მწერალ- მთარგმნელი გივი შაჰნაზარი, საქართველოს კულტურის მინისტრის მრჩეველი იური მეჩიტოვი, მხატვრები ჯოვანი ვეფხვაძე, რომან სოლოღაშვილი და სხვები.

გამოფენა გახსნა საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ მერუჟან შაუმიანმა, მან ხაზგასმით ისაუბრა წამის უკვდავყოფის, ისტორიის შენარჩუნების, მშვენიერის გადმოცემის საქმეში ფოტოგრაფიის როლის შესახებ.

საქართველოს კულტურის მინისტრის მრჩეველმა ისაუბრა თბილისში ფოტოგრაფიის განვითარების საქმეში სომეხ ფოტოგრაფთა როლის შესახებ, აღნიშნა, რომ ახლო მომავალში გამოვა საქართველოში ფოტოგრაფიის განვითარებისადმი მიძღვნილი 750 გვერდიანი კვლევითი ნაშრომი, რომელიც მოიცავს 167 ფოტოგრაფის ცნობილ ნამუშევარს, მათ შორის   ალექსანდრე სააკოვის, ალექსანდრე არუთიუნიანის, აზატ მანუკიანის და სხვათა.

პოეტ- მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა სიამაყით გაიხსენა 80 წელზე მეტი ისტორიის მქონე და დღესაც მოქმედი “მნჯოიან ფოტოატელიეს“ შესახებ, რომლის საშუალებით ჩვენამდე მოაღწია უამრავი შენობის ისტორიულმა ფოტომ.

 თბილისის სომეხ ფოტოგრაფთა ნამუშევრების   გამოფენა გაგრძელდება 25 იანვრამდე.