მუსიკოსის და არანჟირების ოსტატის ლევონ შაჰბაზიანის საღამო ცენტრში „ჰაიარტუნ“ |
"ამ მუსიკოს -კომპოზიტორის შემოქმედება კარგად არის ნაცნობი ესტრადის მოყვარულთათვის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ, მოდით ახლოდან გავეცნოთ მას", - ასეთი სიტყვებით გახსნა საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის თავმჯდომარემ არტემ კიარაკოზოვმა ლევონ შაჰბაზიანის შემოქმედებითი საღამო , რომელიც გაიმართა 26 იანვარს თბილისის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბეკიანის სახელობის დარბაზში
ლევონ შაჰბაზიანის ბევრ სიმღერას და არანჟირებას ღირსეული ადგილი უკავია ესტრადის ცნობილი მომღერლების რეპერტუარში და მათი საშემსრულებლო ხელოვნების განუყოფელი ნაწილია. უკვე 30 წელზე მეტია ის თანამშრომლობს ცნობილ მომღერალსა და მსახიობთან ვახტანგ კიკაბიძესთან და გახლავს მისი კონცერტმეისტერი და ინსტრუმენტალური ანსამბლის ხელმძღვანელი. საღამოს წამყვანი და ერთ-ერთი ორგანიზატორი ვერონიკა იაშვილი - მანუკიანი წარადგენდა მდიდარი პროგრამის მორიგ ნომრებს და სულ უფრო და უფრო ამხნევებდა ნიჭიერი კომპოზიტორის, არანჟირების ოსტატის, ღვაწლმოსილი მუსიკოსის ხელოვნებით აღფრთოვანებულ აუდიტორიას. საღამო დაამშვენეს აგრეთვე ახალგაზრდა შემოქმედის გრიგორი შაჰბაზიანის სინთეზატორზე ოსტატურად შესრულებულმა კომპოზიციებმა, სვეტლანა ერიციანის განუმეორებელმა ცეკვამ და მომღერალ სომხური სიმღერის ლამაზმა შესრულებებმა ანა პოღოსოვას მიერ. |