სომეხთა გენოციდისადმი მიძღვნილმა რექვიემმა გაიჟღერა პარიზის ტაძრებში |
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო კლასის სტუდენტი ჰოვანეს ჰამბარცუმიანი ოჯახში ხშირად ისმენდა სომეხთა გენოციდის შესახებ საუბრებს, რაც დიდ შთაბეჭდილებას ტოვებდა მასზე და აფიქრებდა გენოციდს გადარჩენილ მის წინაპრებზე. სიყმაწვილიდან აწუხებდა მას ერის ტკივილი და დღითიდღე სურვილი უჩნდებოდა მუსიკის საშუალებით გამოეხატა პროტესტი. და აი თუმანიანის ნაწარმოები "გული" გახდა ის თემა, რომლის საფუძველზე ახალგაზრდა კომპოზიტორმა დაწერა სომეხთა გენოციდისადმი მიძღვნილი "რეკვიემი". "რეკვიემის" პრემიერა შედგა 2012 წელს, თბილისის ეკლესიაში წმინდა ეჯმიაწინ. ეს ნაწარმოები შესრულდა აგრეთვე პარიზის ოთხ სხვადასხვა ტაძარში, მათ შორის სომხურ კათოლიკურ ეკლესიაშიც. "რექვიემი“ სრულდებოდა რიტა ღაზარიანის დირიჟორობით, გუნდის მონაწილეობით (ჰოვანეს ჰამბარცუმიანი, ტიერი გასენი, მარიამ ბულო). შთაბეჭდილება იმდენად დიდი იყო, რომ ავტორი კვლავ მიწვეულიქნა საფრანგეთში "რეკვიემის" უფრო დიდი აუდიტორიის წინაშე შესასრულებლად. სხვადასხვა მუსიკალური კონკურსების ლაურეატი მოღვაწეობს ფორტეპიანოსა და კამერულ ჟანრებში. ავტორის სურვილია "რექვიემი" გააჟღეროს სომხეთში, სომხური გენოციდის მსხვერპლთა ხსენების დღეს. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია მისამართზე: |