1geo

fb you od

„მიჯინქის“ ზეიმი საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

883097 343111235805695 1134512935 o(1)

თბილისის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინში აღინიშნა დიდი მარხვის 24-ე დღე, რომელიც ცნობილია „მიჯინქ“ (გამყოფი დღე დიდი მარხვისა) სახელწოდებით. ერთგული მორწმუნეებით სავსე ეკლესიაში აღევლინა მშვიდობისა და დასვენების ღვთისმსახურება. ღვთისმსახურების შემდეგ წმინდა მამებმა საზეიმოდ აკურთხეს „მიჯინქის“ ტრადიციული ქადა და ის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის „ანი“ანსამბლის აღსაზრდელებმა დაურიგეს მორწმუნეებს.

860197 343111299139022 2037131396 o

ხალხური ტრადიციისამებრ, „მიჯინქისქადაში ჩაყოლებული იყო მთავარ საკათედრო სურბ ეჯმიაწინიდან ჩამოტანილი ჯვრები. ბედნიერები იყვნენ ის პიროვნებები, ვისაც წილად ხვდათ სადღესასწაულო საჩუქრები.

სულიერმა მამებმა მადლიერება გამოუხატეს ჯვრის ნათლიას - ერიკ საფარიანს და ახალგაზრდული კავშირის წევრს - ლარისა ჰარუთიუნიანსმიჯინქისაღსანიშნავად გაწეული დიდი მხარდაჭერისათვის.

856967 343423945774424 1769214681 o