1geo

fb you od

სებასტიელი ორმოცი ყმაწვილის ხსენების დღეს თბილისის სურბ ეჯმიაწინში წმინდა პარაკლისი აღევლინა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

882191 344287189021433 300998059 o

9 მარტს, სებასტიელი ორმოცი ყმაწვილის ხსენების დღეს თბილისის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინში წმინდა პარაკლისი აღევლინა. ღვთისმსახურებისას მღვდელმა გაიხსენა მე-4 საუკუნის დასაწყისში შეწირული 40 მოწმე, რომლებიც მცირე ჰაიქის სხვადასხვა ქალაქიდან იყვნენ და სამხედრო სამსახურს გადიოდნენ ქალაქ სებასტიის საიმპერატორო პოლკში. ისინი ერთგულნი რჩებიან მათი ქრისტიანული რწმენისა და თავს სწირავენ მას. მათ ნაწილებს ასვენებენ სებასტიაში, სადაც მოგვიანებით შენდება „ორმოცი ყმაწვილის“ 40-გუმბათიანი ტაძარი, რომელიც იდგა თემურლენგის შემოსევამდე.

885882 344286959021456 475723849 o

მქადაგებელმა მღვდელმა განმარტა დღის საიდუმლო და დამსწრეთ მოუწოდა, 40 ყმაწვილის მაგალითით, ცხოვრების ნებისმიერ სიძნელეში ერთგულნი დარჩნენ ქრისტეს რწმენისა, გადალახონ ცდუნებები - ზეციური გვირგვინით დაჯილდოებისათვის.

ღვთისმსახურების დასასრულს სულიერი მამების მიერ ჩატარდა მცენარეული ზეთის ტრადიციული კურთხევა, რომელიც მორწმუნეებმა წაიღეს სახლებში.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია მისამართზე: