ქაღალდის ავანგარდული შოუ საქართველოს სომეხთა ეპარქიის ცენტრში „ჰაიარტუნ“ |
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის სამხატვრო ჯგუფის (მასწავლებელი თამარ სულხანიშვილი) ინიციატივითა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით, 16 მარტს, გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შედგა შოუ „TAMAR and KIDS PAPER FASHION SHOW“. შოუ ჩატარდა პროექტის - „გადავარჩინოთ გარემო“ ფარგლებში. ქაღალდი, რომელიც მზადდება ხისგან, შედეგია ხის ჭრისა. ქაღალდის დაზოგვით ჩვენ ვიცავთ გარემოს, ხეებს ვარჩენთ განადგურებას. ნებისმიერი სახის ქაღალდი, მუყაო, გაზეთი, თეთრი და ფერადი ქაღალდი, პერგამენტი შეიძლება გადავაქციოთ ლამაზ ტანსაცმლად ან რაიმე აქსესუარად, - აი ეს იყო მონაწილეთა ხელნაკეთი ტანსაცმლის ჩვენების მიზანი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის სხვადასხვა სკოლების 4-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვები. სხვადასხვა ეროვნების 40-ზე მეტმა ბავშვმა წარმოადგინა სხვადასხვა სახეობის ქაღალდის, მათი ფანტაზიით და ხელით დამზადებული ტანსაცმელი და აქსესუარი, რომლებიც მათ წარადგინეს მასწავლებლის - თამარ სულხანიშვილის კომენტარებით. შოუში მონაწილეობა მიიღეს ასევე „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის საბავშვო ბაღისა და საკვირაო სკოლების მოსწავლეებმა. |