1geo

fb you od

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ღირსების ორდენოსანის - მ.გრიგორიანის შემოქმედებით საღამოს ესწრებოდა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

6037 347808115336007 6006107 n

16 მარტს საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის ინიციატივით საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის გალუსტ გიუბენკიანის სახელობის დარბაზში შედგა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, "ღირსების" ორდენოსანის - მიქაელ გრიგორიანის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო და მისი ფერწერული ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი მარინა მიზანდარი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰოვანეს მანუკიანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, საქართველოს კულტურის მინისტრის მრჩეველი იური მეჩითოვი.

549988 347807608669391 1356115429 n

საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარემ რუბენ თოროსიანმა წარადგინა ხელოვანის განვლილი შემოქმედებითი გზა, აღნიშნა პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის თეატრში მუშაობის წლებში სომეხ და ქართველ დრამატურგთა ნაწარმოებებით მისი დადგმული სპექტაკლები. მიქაელ გრიგორიანის სამუშაო ნაყოფიერი იყო ასევე საქართველოს რადიოს სომხური გადაცემების რედაქციაში, მოსკოვის ОРТ და РТР ტელეარხებზე.


შემოქმედებით საღამოსთან დაკავშირებით მიქაელ გრიგორიანს მიესალმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე და პროფესიონალი დამდგმელი რეჟისორის მოღვაწეობას უწოდა ფასდაუდებელი წვლილი ქართულ თეატრალურ საქმიანობასა და ქართული კულტურის განვითარების საქმეში, ასევე მას გადასცა საქართველოს კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას მისალმება და კეთილი სურვილები.

ყველა გამომსვლელმა შეაფასა მიქაელ გრიგორიანის შემოქმედებითი მრავალმხრივი ნიჭი, ისაუბრა 20 წლის განმავლობაში მისი საზოგადოებისაგან განმარტოების და განმარტოებულად შემოქმედების შესახებ, რის შედეგადაც მან შექმნა 300-ზე მეტი ზეთის საღებავითა და აკვარელით შესრულებული ტილო და სამ ენაზე დაწერილი მისი მშვენიერი ლექსები.

საქართველოში სომხეთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა შეფასების სიტყვაში მიქაელ გრიგორიანს მოუწოდა საზოგადოებაში ყოფნა, თაობების აღზრდა, მისი ცოდნისა და გამოცდილების ახალგაზრდა თაობისთვის გადაცემა და საქართველოს კულტურული ცხოვრების განვითარება და გაღრმავება.
ნიჭიერი რეჟისორი და დიდი ხელოვნებათმცოდნე აუდიტორიის წინაშე წარსდგა სამენოვანი მაღალმხატვრული სიტყვით, რომელიც დამშვენებული იყო სომხურად, რუსულად და ქართულად დაწერილი მისი ლექსებით. აუდიტორიასთან დიალოგის ფორმატში ჩატარებული საღამო იყო მიქაელ გრიგორიანის მადლიერების გამოხატულება მისი ორი სამშობლოსთვის, ერთგულების, მშობელი ხალხის სიყვარულის, საქართველოს სომხური სათვისტომოს კონსოლიდაციის მადლიერების გამოხატულება. ღონისძიება იქცა ნიჭიერი შემოქმედის პოტენციალის დემონსტრირების ლამაზ საღამოდ.