სომხური ენის შენარჩუნებას მიეძღვნა 23 მარტს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გამართული ღონისძიება. ლიტერატურულ-მუსიკალური მონტაჟის მონაწილეები იყვნენ „ჰაიარტუნ“ ცენტრის სურბ ეღია წინასწარმეტყველის სახელობის საკვირაო სკოლის მოწაფეები (მასწავლებელი - როზა ზოჰრაბიანი), ვინც რამდენიმე თვის წინ დაიწყეს სომხურის სწავლა.
საკვირაო სკოლის სხვადასხვა ასაკის დაახლოებით ორმოცმა მოსწავლემ გაუმართავი სომხურით, მაგრამ განსაკუთრებული სითბოთი და აღმაფრენით წარმოადგინა სომხური ენის განვითარების გზა, მათ წაიკითხეს მშობლიური ენის უკვდავებისადმი მიძღვნილი სომეხ ცნობილ ადამიანთა ლექსები და გამონათქვამები. მათ სიტყვაში დიდი მნიშვნელობა მიენიჭა სომხური ენის შენარჩუნების ყოველდღიურ ამოცანად ქცევის საჭიროებას. მშობლიური ენის, როგორც ერის არსებობისა და ერთობის საშუალებად მიიჩნიეს და დამსწრეებს საუკეთესო შთაბეჭდილებები გაუზიარეს მწერალ-მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა, საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარემ ჟორა სნხჩიანმა, „კამურჯ“ ალმანახის მთავარმა რედაქტორმა ანაჰიტ ბოსრანჯიანმა, საქართველოში სომეხთა ეპარქიის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ სამველ აღეკიანმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის საგანმანათლებლო განყოფილების პასუხისმგებელმა ევგენია მარკოსიანმა, საკვირაო სკოლის მოწაფეთა მშობლებმა. თავის მადლიერებისა და კურთხევის სიტყვაში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ხაზი გაუსვა მაღალი გემოვნებით მომზადებულ ღონისძიებას, რომელიც ემსახურება სომხური ენის შენარჩუნების წახალისებას. წინამძღვარმა ისაუბრა სომეხი მშობლის როლზე, რომელსაც შვილი მოჰყავს საკვირო სკოლაში, ამით ცდილობს ბავშვი დაუბრუნოს თავის ფესვებს. ეპისკოპოსმა მაღალი შეფასება მისცა მასწავლებელ როზა ზოჰრაბიანს, მის დაუზარელი შრომას, ენერგიასა და სომხურის შენარჩუნებისათვის მის თავდადებულ მოღვაწეობას. ლიტერატურული-მუსიკალური საღამო გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს "დედა ენის დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში.
|