ახალგაზრდებმა კეთილმოწყობის სამუშაოები ჩაატარეს ხოჯივანქის პანთეონში |
13 აპრილს საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის ინიციატივით, კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
დილიდან საქართველოში სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორის - ლევონ ჩიდილიანის ხელმძღვანელობით და ცენტრის თანამშრომლების ვალერი ბადალიანისა და დიაკვან გევორგ ანტონიანის მონაწილეობით დაახლოებით ორმოცდაათმა ახალგაზრდა გოგონამ და ბიჭმა დაასუფთავა და კეთილმოაწყო ხოჯივანქის პანთეონის ტერიტორია, ხეებს მოშორდა გამხმარი ტოტები, გაფხვიერდა მიწა - მომზადდა ყვავილების დასარგავად. |