14 აპრილს საქართველოში სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ ცენტრში შედგა მომღერალ სარიბეკ (სარ) სარგსიანის პირველი CD-ის პრეზენტაცია |
14 აპრილს საქართველოში სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ ცენტრში შედგა მომღერალ სარიბეკ (სარ) სარგსიანის პირველი CD-ის პრეზენტაცია. წარმოშობით არცახელი სარიბეკ სარგსიანი ცნობილი სახეა თბილისელ მუსიკის მოყვარულთათვის. რვა წლის წინ თბილისში მცხოვრებმა გევორგიანების ოჯახმა თბილისის სურბ გევოეგ ეკლესიაში მონათლა იგი, და არცახელი სარგსიანების ოჯახი განუყრელი კავშირებით დააკავშირა არა მხოლოდ გევორგიანების ოჯახთან, არამედ თბილისის საზოგადოებასთან, ამიტომაც არ იყო შემთხვევითი, რომ ახალგაზრდა ბარიტონმა პირველი CD-ის - "ნოსტალგიის", პრეზენტაციის ადგილად შეარჩია საქართველოს დედაქალაქი. სარიბეკ (სარ) სარგსიანის CD-ის - "ნოსტალგიის" პრეზენტაციას ესწრებოდნენ სომეხი და ქართველი მუსიკის მოყვარულები, სარიბეკ სარგსიანის საშემსრულებლო ოსტატობის დამფასებლები. პრეზენტაციის წამყვანმა მიქაელ ავაგიანმა დამსწრეებს წარუდგინა ნიჭიერი მომღერლის შემოქმედებითი გზა. სარიბეკ სარგსიანი დაიბადა არცახის ქალაქ ჰადრუთში, დაწყებითი მუსიკალური განათლება მიიღო არცახში, შემდეგ დაამთავრა ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური განყოფილება, ხოლო 2008 წელს, ასპირანტურა. მომღერალი კონცერტებს მართავს აკადემიურ და საესტრადო ჟანრებში. კონცერტებით გამოდის არცახში, სომხეთში, საქართველოში, რუსეთში, ევროპასა და აშშ-ში. სარიბეკ სარგსიანს პირველი CD-ის გამოშვებასთან დაკავშირებით მიულოცა ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორმა ნუნუ გაბუნიამ, მას უსურვა ახალი მწვერვალების დაპყრობა. ახალგაზრდა მუსიკოსის მუსიკალურ უნარებზე საუბრისას გამომსვლელებმა -მუსიკათმცოდნე აიდა მესროპიანმა, საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის თავმჯდომარემ არტემ კირაკოზოვმა სარიბეკ სარგსიანი შეაფასეს როგორც პერსპექტიული და დიდი მომავლის მქონე მუსიკოსი. გამომსვლელებმა დაადასტურეს გალინა ვიშნევსკაიას შეფასება და სარიბეკს უწოდეს "არა ყარაბაღის, არამედ სომხეთის ბულბული". საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აკურთხა დამსწრენი, სარიბეკ სარგსიანს უწოდა არცახის ჯარისკაცი, ვინც გაიზარდა არცახის ომის ძნელბედობის ჟამს, სისხლსა და ცრემლში, მაგრამ სიმღერა მიიჩნია იმ წამლად, რომელმაც უნდა განკურნოს დაჭრილი სულები, და სარიბეკმა თავი მიუძღვნა არცახის გამარჯვების სიმღერის მეშვეობით გავრცელების მისიას. წინამძღვარმა სარიგეკს უსურვა ახალ-ახალი წარმატებები და მოუწოდა მას თავი მიუძღვნას სომხური სიმღერის, სომხური კულტურის განვითარებასა და გავრცელებას. პრეზენტაციის დროს ნაჩვენები იქნა ვიდეომასალა ახალგაზრდა მომღერლის რეპერტუარიდან, გაიჟღერა სომეხი მუსიკოსების სიმღერებმა ცნობილი მომღერლის შესრულებით. |