1geo

fb you od

საქართველოში სომეხთა ეპარქიაში გრძელდება სომეხთა დიდი გენოციდისადმი მიძღვნილი ღონისძიებები PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

526441 361093984007420 460297170 n

13 აპრილს სქართველოში სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიხსნა სომეხათა დიდი გენოციდის 98-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა, რუბრიკით „სომეხთა გოლგოთა“. გამოფენის ორგანიზატორი საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირი და ჯავახეთის მხატვართა ასოციაციაა, საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის სამეურვეო საბჭოს,

საქართველოში სრ საელჩოს, სრ დიასპორის სამინისტროსა და გალუსტ გიულბენკიანის ფონდის მხარდაჭერით.

გამოფენაზე ნამუშევრები ჰქონდათ წარმოდგენილი მხატვრებს თბილისიდან, ჯავახეთიდან, ასევე წარმოშობით საქართველოდან, მაგრამ ამჟამად სომხეთში მოღვაწე მხატვრებს. გამოფენა გახსნა საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ მერუჟან შაუმიანმა, მან განაცხადა, რომ გამოფენაში მონაწილე დაახლოებით 35 მხატვართა უმეტესობა ახალგაზრდაა. მათ სომეხთა გენოციდის შესახებ წარმოდგენა აქვთ გადმოცემებიდან. გალერეაში გამოფენილი 60 ნამუშევარი ფერების მეშვეობით გამოხატული მათი აღშფოთებაა, სამართლიანობისა და კომპენსაციის მოთხოვნა უდანაშაულო წინაპრების ტანჯვისა და სასტიკი წამებისათვის.

საქართველოს "ერეკლე მეორე“ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი არჩილ ჭკუიძე მიესალმა გამოფენის ორგანიზებას, ქედი მოიხარა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის წინაშე, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა პატივი სცეს მეზობელი ქრისტიანი ხალხის ტკივილს, აღიაროს 1915 წლის სომეხთა გენოციდი და მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი აღმართოს.

საერთაშორისო თანამეგობრობის უსამართლო და გულგრილი დამოკიდებულების მიმართ ჩივილი გამოხატეს მწერალ-მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, რეჟისორმა მიქაელ გრიგორიანმა, ისტორიკოსმა ენოქ თადევოსიანმა.

შემდეგ შესრულდა კლასიკური და სულიერი სიმღერები "ჰაირტუნ“ ცენტრის „ნერსეს შნორჰალი“ გუნდისა და სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის გუნდის მიერ, გაიჟღერა მელოდიებმა მედუდუკე ვანო მკრტჩიანისა და პიანისტ კარენ მირზოიანის შესრულებით.

საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა თავის გამოსვლაში მადლიერება გამოუხატა დამსწრეებს, აკურთხა ყველა მონაწილე, აღნიშნული ღონისძიება და ყველა მსგავსი ღონისძიება მიიჩნია უდანაშაულო სომეხ მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალად და ხვალინდელი სომხეთის და სომეხი ხალხის ლამაზი მომავლის იმედი გამოთქვა.

საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ მერუჟან შაუმიანმა და ჯავახეთის ახალგაზრდა მხატვართა ასოციაციის თავმჯდომარემ ჰაიკაზუნ ღარაგულიანმა წარადგინეს ის მხატვრები, რომელთა ნამუშევრები საუკეთესოდ სცნეს.

გამოფენის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილედ სცნეს ქრისტინე ბაგდაციანი, მესამე პრემია მიენიჭა ლილით არსენიანს, მეორე - ანი ქანანიანს, ხოლო პირველი პრიზი მიენიჭა მარიამ ტიპუხიანს, ნამუშევრისთვის „მგლოვიარე ქალი“. მათ გადაეცათ საქართველოში სომეხთა ეპარქიის ფულადი ჯილდო.

გამოფენა გაგრძელდება 30 აპრილამდე.