1geo

fb you od

საიუბილეო საღამო მიძღვნილი მიქაელ არამიანცის 170-ე წლისთავისადმი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

919060 370625593054259 850773368 o

ცნობილი სომეხი ქველმოქმედის - მიქაელ არამიანცის 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები, რომლებიც დაიწყო ქველმოქმედის მშობლიურ არცახში, გაგრძელდა ერევანში და დასრულდა მისი მოღვაწეობის ძირითად ადგილას - თბილისში, ქალაქში, რომლის საპატიო მოქალაქე გახლდათ ცნობილი მეცენატი.

ქველმოქმედის დაბადების დღეს - 4 მაისს, თბილისში საიუბილეო ღონისძიებები დაიწყო სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში მ.არამიანცის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდით. შემდგომ საქართველოში სომეხთა ეპარქიის ცენტრში „ჰაიარტუნ“ შედგა ხსოვნის საღამო, სადაც გაიმართა დიდი მეცენატის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა.

საიუბილეო საღამო გახსნა „ლორვა ძორ“ კავშირის თავმჯდომარემ, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ენის პალატის ხელმძღვანელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა სერგო ერიციანმა. მან წარადგინა არამიანცის ქალიშვილის შვილთაშვილი - ალექსანდრე ჯანოეფი და misi meuRle ანა, რომლებიც ჩამობრძანდნენ ლონდონიდან და მონაწილეობას იღებენ საიბილეო ღონისძიებებში. შემდგომ მან ისაუბრა ერის ღირსეული შვილების ქველმოქმედებების შესახებ.

გამომსვლელებმა - საქართველოს სომეხი ინტელიგენციის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ენოქ თადევოსიანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთიანი, ჯურნალისტი სამველ პოღოსიანი, მადლიერებით გაიხსენეს სომხური წარმომავლობის მეცენატთა ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მოღვაწეობა. საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველმა მდივანმა არტაკ kალაჩიანმა დამსწრეებს აცნობა, რომ საელჩოს ინიციატივით ამ დღეებში თბილისში, მაჩაბლის # 4 სახლის კედელზე, სადაც ცხოვრობდა დიდი ქველმოქმედი, გაიხსნება მემორიალური დაფა.

„მიქაელ არამიანცი: ცხოვრებისა და მოღვაწეობის ეპიზოდები“ წიგნის ავტორმა - ვაჰე აnთანესიანმა ისაუბრა მეცენატის შესახებ წიგნის დაწერის მის განზრახვასა და იმ მხარდაჭერაზე, რომელიც აღმოუჩინეს მას ინიციატივის განხორციელებისა და აღნიშნული წიგნის გამოქვეყნების საქმეში. დამსწრეებმა დიდი ინტერესით უყურეს ვიდეოფილმს, რომელიც სერგო ერიციანის სცენარის საფუძველზე გადაიღო ოპერატორმა სამველ გალოიანმა.

დასასრულს საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აკურთხა დამსწრეები, მაღალი შეფასება მისცა ღონისძებას და ხაზი გაუსვა სომხური წარმომავლობის ქველმოქმედთა ხსოვნის დიდებასა და მათი ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ქველმოქმედებათა ამბების თაობებისათვის გადაცემის საჭიროებას.

ცერემონიას ესწრებოდა სრ ქალაქ ახთალას მერი ჰაიკაზ ხაჩიკინი, მისი წინადადებით გადაწყდა, რომ თბილისის სომეხ მეცენატთა საფლავის ქვები განთავსდეს ხოჯივანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ღონისძიება დასრულდა სტუმრებისა და დამსწრეების მომლოცველობით თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.