1geo

fb you od

სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს საქართველოს დამოუკიდებლობა მიულოცა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

26may

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი - ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი და საქართველოს სომხური ეპარქიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ეპარქიის წინამძღვრის მრჩეველი - ლევონ ისახანიანი დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის
- ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ ორგანიზებულ საზეიმო მიღებას ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში. მათ, სომეხი მრევლისა და სასულიერო დასის სახელით, პრემიერ მინისტრსა და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, რომელიც ესწრებოდა საზეიმო ღონისძიებას, მიულოცეს უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაული.
იმავე დღეს, საქართველოს სომხური ეპარქიის სასულიერო დასის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ სადღესასწაულო ღონისძიებებში. ხოლო სომხური ეპარქიის ეკლესიებში აღევლინა სადღესასწაულო ღვთისმსახურება!