შეხვედრა-დისკუსია ბატონ დავით ბერძენიშვილთან |
მიმდინარე წლის 23 ივნისს საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა შეხვედრა-დისკუსია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელები“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარესთან, დიასპორისა და კავკასიის საკითხებითა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტების წევრთან ბატონ დავით ბერძენიშვილთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სომეხი ინტელიგენციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სათემო სტრუქტურების წარმომადგენლები. შეხვედრის თემა იყო "ქართული ოცნების" კოალიციის პოლიტიკა ეროვნული და რელიგიური უმცირესობების მიმართ. შეხვედრა გახსნა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მრჩეველმა, იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა ლევონ ისახანიანმა, იგი შეეხო ეპარქიის ინიციატივას - ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებთა მიესალმება რა სტუმრებს, დავით ბერძენიშვილმა დაწვრილებით წარუდგინა მათ "ქართული ოცნების" კოალიციის რესპუბლიკური პარტიის მომავალი მოღვაწეობის, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის, საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტები. შემდეგ პოლიტიკურმა მოღვაწემ უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს, რომლებიც ეხებოდა ახალქალაქი -კარსის რკინიგზის მშენებლობასა და სომხეთის საკითხს, სომეხთა გენოციდის ცნობის, ჩამორთმეული სომხური ეკლესიების სომეხთა სათვისტომოსთვის დაბრუნების, სომხური სკოლების ხელოვნურად დახურვის, თბილისელი სომხების მმართველობის ორგანოებში თანამდებობებზე დანიშვნის და ასევე სამსახურში აყვანის პრობლემებს. აღსანიშნავია, რომ ბატონი ბერძენიშვილი კითხვებს პასუხობდა კონკრეტული კომენტარებით და ობიექტურად, თავს არიდებდა ცარიელ დაპირებებსა და ცრუ გამართლებებს. შეხვედრა გაიმართა საინტერესო და ურთიერთგაგების ატმოსფეროში და გაშუქდა სხვადასხვა ქართულ მედიასაშუალებით. ეს საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეებთან გამართული რიგით მეორე შეხვედრაა. პირველი გაიმართა 4 მაისს, დავით დარჩიაშვილთან. შეხვედრების ციკლი კვლავაც გაგრძელდება. |