ტოლმის ფესტივალი საქართველოს სომეხთა ეპარქიაში |
30 ივნისს, საქართველოში სომეხთა ეპარქიის თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში ჩატარდა სომხური ეროვნული კერძის „ტოლმა-2013“ ფესტივალ-კონკურს საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევის შემდეგ საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის თავმჯდომარემ, სუსანა ხაჩატრიანმა ფესტივალი გახსნილად გამოაცხადა. გაისმა სომხური მხიარული მუსიკა და სიმღერა, ფესტივალზე მოსული მრავალი სტუმარი, რომელთა შორის იყვნენ სომხები და ქართველები, რუსები, ეზიდები, გერმანელები, ებრაელები, ამერიკელები, ადგილობრივები და ჩამოსული სტუმრები, აგემოვნებდნენ სომხურ ტოლმას. მათ დიდად შეაფასეს ეროვნული კერძი. სანამ ვრცელდებოდა მხიარული სიმღერა და მუსიკა, ხალხი აგემოვნებდა სომხურ ტოლმას, პატივცემული ჟიური, საქართველოში სომეხთა ეპარქიის ფინანსური დირექტორის, მარგარიტ კირაკოსიანის ხელმძღვანელობით, აფასებდა ტოლმის სხვადასხვა სახეობას, მის არომატულ თვისებებს, ლამაზ ფორმას და მდიდარ ფანტაზიას, რათა გამოევლინა გამარჯვებული. კონკურსის ყველა მონაწილემ მიიღო სიგელი მონაწილეობისთვის აღსანიშნავია, რომ 2013 წლის დაწყება საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა შობის წმინდა დღესასწაულზე მოწყობილი სომხური ქადის ფესტივალით, ხოლო ექვსი თვის თავზე გაიმართა ფესტივალი „ტოლმა-2013“, რომელიც ფართოდ გაშუქდა თითქმის ყველა ქართული მედიასაშუალებით. |