1geo

fb you od

გაიმართა ყოველთა სომეხთა იურისტთა მეორე ფორუმი რუბრიკით "სომეხთა გენოციდის 100 წლისთავის აღსანიშნავად" PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

iravabanner

5-6 ივლისს სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ხდომათა დარბაზში გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროსა და ყოველთა სომეხთა იურისტთა ასამბლეის მიერ ორგანიზებული იურისტების ყოველთა სომეხთა მეორე ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 100 ცნობილი იურისტი სომხეთიდან, დიასპორასა და არცახიდან. ფორუმს ესწრებოდა ასევე სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის მრჩეველი და ეპარქიის იურიდიული განყოფილების პასუხისმგებელი ლევონ ისახანაიანი.

სრ დიასპორის მინისტრმა ჰრანუშ ჰაკობიანმა ფორუმს წარუდგინა სრ პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის მიმართვა.

სრ დიასპორის მინისტრი ჰრანუშ ჰაკობიანი მიესალმა ფორუმის მონაწილეებს და მათი ყურადღება გაამახვილა შემდეგზე: "გენოციდის შემდეგ გავიდა დაახლოებით 100 წელი, დაგვრჩა გენოციდის ჭრილობები და შედეგები, მაგრამ გენოციდის ჩამდენი თურქეთის სურვილის საწინააღმდეგოდ, სომეხი ხალხი დღეს არსებობს, აქვს ორი სახელმწიფო და ჰყავს ძლიერი დიასპორა, ამიტომ ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად ჩვენი ბრძოლა ჯერ წინ არის“. მისასალმებელ სიტყვით გამოვიდნენ ასევე სრ კონსტიტუციური სასამართლოს თავმჯდომარე გაგიკ ჰარუთიუნიანი, სრ იუსტიციის მინისტრი ჰრაირ თოვმასიანი, სრ გენერალურ პროკურორი აღვან ჰოვსეფიანი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ალვინა გიულუმიანი, ადამიანის უფლებათა დამცველი კარენ ანდრეასიანი, მყრ იუსტიციის მინისტრი არარატ დანიელიანი.

ორდღიანი მუშაობის დროს განხილულიქნა საერთაშორისო ისტანციებში სომხური საკითხის სამართლებრივი მოგვარების მოთხოვნის დასმის მიზანშეწონილობის, მოთხოვნის ჩამოყალიბების და ტერიტორიული კომპენსაციის, გენოციდგანცდილთა მემკვიდრეების ქონებრივი კომპენსაციის შესახებ სასამართლო ინსტანციებში ინდივიდუალური და ჯგუფური სარჩელების წარდგენის, სამართალმემკვიდრეობითობისა და სხვა მოთხოვნების საკითხები. იურისტებმა განიხილეს ასევე სევრისა და კარსის საერთაშორისო ხელშეკრულებების სამართლებრივი შედეგების, ადამიანის უფლებების საკითხებზე ჟენევის კონვენციის უკუქმედების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები.

ფორუმის ფარგლებში სომხეთის ეროვნულ გალერეაში შედგა "ახალი ათასწლეულის კონსტიტუციურობა: რეალობის პარადიგმები და გამოწვევები“ წიგნის პრეზენტაცია. ფორუმის მონაწილეები ეწვივნენ წიწერნაკაბერდს - სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა მემორიალს.

ფორუმის მუშაობა შეჯამა სრ კონსტიტუციური სასამართლოს თავმჯდომარემ გაგიკ ჰარუთიუნიანმა. მან განაცხადა, რომ იქმნება სპეციალური კომისია - სომეხთა გენოციდის პრობლემათა სამართლებრივი პაკეტის შევსების მიზნით.

ფორუმმა მიიღო განცხადება.