ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტების გამოცდილების გაზიარება |
2013 წლის 25 აგვისტოს ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ (წმინდა მაცხოვრის) ეკლესიის მოძღვრის მღვდელ არარატ გუმბალიანის მიწვევით „განვავითაროთ ჩვენი სოფელი" ორგანიზაციის ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტები შეხვდნენ ადგილობრივ სომეხ ახალგაზრდებს. აღნიშნული ახალგაზრდები სომხეთში დაკავებულნი არიან ქველმოქმედებით: ისინი ეხმარებიან გაჭირვებულ ოჯახებს, ზრუნავენ მარტოხელა, მოხუც შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირებზე. შეხვედრისას ორგანიზაციის ახალგაზრდებმა დამსწრეებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და მოღვაწეობის ისტორია. მამა არარატი მიესალმა ახალგაზრდა აქტივისტებს, ხაზი გაუსვა მსგავსი პროგრამების მნიშვნელობას და დამსწრეებს შესთავაზა ბათუმის სომხურ სათვისტომოშიც მსგავსი ახალგაზრდული მოძრაობის დაარსება - სომხური უმწეო ოჯახების მხარდაჭერის მიზნით.
|