1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამღვდელოებისა და თანამდებობის პირთა კრება წეროვანის დასახლებაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

joghov

მიმდინარე წლის  30 აგვისტოს საქართველოს წეროვანის დასახლებაში შედგა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამღვდელოებისა და ეპარქიის თანამდებობის პირთა კრება. კრება გაიხსნა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ლოცვითა და კურთხევის სიტყვით, და დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, თავმჯდომარეობა იკისრა სამცხე-ჯავახეთის საერთო ეპარქიალურმა ვიკარიუსმა მღვდელმონაზონმა ბაბგენ სალბიანმა.

კრებას ესწრებოდნენ თბილისის, ბათუმის, სამცხე- ჯავახეთი და ქვემო ქართლის თემების სულიერი მოძღვრები, სამცხე -ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის მთელი პერსონალი.

 თბილისის, ბათუმის, სამცხე ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სომხური თემების წინამძრვართა მისიაა მათთვის ჩაბარებული თემების დამწყემსვა, ადგილებზე ეკლესიათა აღდგენითი სამუშაოებისთვის თვალყურის მიდევნება, ხალხის ეკლესიასთან დაახლოების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება, ახალგაზრდების ღვთის სახლის ირგვლივ კონსოლიდაცია, საქართველოს ეპარქიის ყველა თემში საეკლესიო ცერემონიების დაწესებული პროცედურების უპირობოდ შესრულება. საიდუმლოების შესრულება, ღვთისმსახურებები და წესები შესრულდეს ერთგვაროვნად - ეკლესიის წესების თანახმად.

სამოძღვრო საქმიანობაში სულიერი მამა უნდა გახლდეს ადგილობრივი მოსახლეობის სულიერი დ ეროვნული განმანათლებელი, ასევე გამოიყენოს საინფორმაციო საშუალებები სახარისებული მცნებების გასავრცელებლად.

 წმიდა მამა ხაზი გაუსვა და აუცილებლად მიიჩნია სულიერ-რელიგიური და საგანმანათლებლო კულტურული სამუშაოების გამოცოცხლება სამცხე- ჯავახეთის და წალკის ეპარქიალურ ვიკარიატებში და შესაბამისი მითითებები მისცა ადგილზე სულიერ მსახურებსა და ეპარქიალური ვიკარიატის თანამშრომლებს. ეპისკოპოსმა კმაყოფილება გამოთქვა ბაბგენ სალბიანს შესრულებული სამუშაოებისთვის და რეგიონში მის მიერ განხორციელებული სხვადასხვა შინაარსის პროგამების მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა შეფასსულიერი დასის მოღვაწეობა, ისინი წაახალისა, რომ კვალავაც გააგრძელონ კეთილი მისია -ემსახურონ უფალს.

 ეპარქიის ლიდერმა წარადგინა ეპარქიის სამმართველო სტრუქტურებში განხორციელებული ცვლილებები, დეტალურად ისაუბრა ახალი სამმართველო სისტემით შექმნილ თითოეულ განყოფილებაზე. ესენია: იურიდიული საკითხთა, სახელმწიფოსთან ურთიერთობებისა და რელიგიათაშორისი თანამშრომლობის განყოფილება, კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა, მედიისა და საინფორმაციო, ადმინისტრაციულ-ეკონომიკური, ფინანსური განყოფილებები.

კრებაზე გამოვიდნენ განყოფილებათა ხელმძღვანელები. იურიდიულ საკითხთა, სახელმწიფოსთან ურთიერთობებისა და რელიგიათაშორისი თანამშრომლობის განყოფილების დირექტორმა ლევონ ისახანიანმა ისაუბრა 47 მოქმედ ეკლესიაზე, ეპარქიის რეზიდენციისა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის ეპარქიის ბალანსზე რეგისტრაციასა და საქართველოს სომეხი მოსახლეობის აღწერაზე. იმავე განყოფილების სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა მღვდელ მამა ჰუსიკ ჰარუთიუნიანთან ერთად საპყრობილეებში სომხური წარმოშობის პატიმრებთან ვიზიტებზე, წინადადება შემოიტანა ვიზიტების სიაში შეიტანონ ასევე რეგიონების თემებიდან საპყრობილეებში მყოფი პირები, ასევე თბილისსა და სხვა სომხებით დასახლებული რაიონების მოსახლეობის სამედიცინო შემოწმების საქველმოქმედო მოქმედების ორგანიზებაზე.

კულტურის განყოფილებამ, დირქტორისა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორის ლევონ ჩიდილიანის ხელმძღვანელობით, გასული ექვსი თვის განმავლობაში ჩაატარა 50 ღონისძიება. ლევონ ჩიდილიანმა აღნიშნა, რომ განყოფილებამ მონაწილეობა მიიღო მრავალ ფესტივალში დედა სამშობლოს და საქართველოში. ცენტრში მოქმედებს ცეკვის ანსამბლები და სიმღერის გუნდები, ვოკალურ - ინსტრუმენტული ანსამბლი, დუდუკის, დოლის, ჭადრაკი, ფეხბურთის წრეები. განყოფილების პასუხისმგებელმა ისაუბრა იმის თაობაზე, რომ სრ კულტურისა და დიასპორის სამინისტროების, გალუსტ გუილბენკიანის ფონდისა და სამეურვეო საბჭოს მატერიალური რესურსები ეპარქიაში კვლავ მიმდინარეობს კულტურული სამუშაოები. მან წინადადება შემოიტანა უწყვეტი გახადონ რეგიონებში სულიერი და კულტურული ღონისძიებები , ხელი შეუწყონ ადგილზე კულტურული ჯგუფებისა და ხელოვნების ჯგუფების შექმნის საქმეს.

ხოლო კულტურის განყოფილების მხატვრული ნაწილის, შემოქმედებითი ჯგუფების, მუსიკალური და ტექნიკური მომსახურეობის პასუხისმგებელმა პაველ ოგანეზოვმა წარმოადგინა კულტურული განყოფილების ახალი პროექტები და სამომავლო გეგმები.

განათლების განყოფილების გამგემ ევგენია მარკოსიანმა ისაუბრა თბილისის, ბათუმის და ქობულეთის ერთდღიანი სკოლების და ადგილებზე მიმდინარე საგანმანათლებლო-კულტურული საქმიანობის ეფექტურობაზე. მისი შემოთავაზებაა - გადამზადების კურსებში ჩართონ ასევე რეგიონების პედაგოგები და ხელი შეუწყონ სკოლამდელი ჯგუფების გახსნის პატრიოტულ საქმეს. ისაუბრა ასევე „ჰაიარტუნ“ ცენტრის საბავშვო ბაღის მოღვაწეობის გაფართოებისა და თბილისის საჯარო სკოლებთან თანამშრომლობის შესახებ. დირექტორმა ისაუბრა საქართველოში მოქმედ სომხურ სკოლებში ფაკულტატიური გზით სომხეთის ისტორიის საგნის სწავლების აუცილებლობაზე. მან ასევე აუწყა საკვირაო სკოლებისა და საბავშვო ბაღის მოწაფეთათვის სრ განათლების სამინისტროდან მიღებული შესაბამისი რაოდენობის ლიტერატურის შესახებ.

ახალგაზრდული განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის სულიერმა ინსპექტორმა დიაკვანმა გევორგ ანტონიანმა ისაუბრა კარგი ახალგაზრდის აღზრდისა და მისი ეკლესიასთან დაახლოების მნიშვნელობაზე, შეხვედრები, პირადი კონტაქტებისა და საუბრების, მომლოცველობების მეშვეობით ახალგაზრდების ეკლესიის ირგვლივ კონსოლიდაციის საქმის განხორციელებაზე. დიაკვანმა გევორგ ანტონიანმა, თავის მხრივ, დადებითად შეაფასა სრ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობა და იკისრა თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონის მოვლისა და ზრუნვის პასუხისმგებლობა.

მედიისა და საინფორმაციო მოღვაწეობაზე საუბრისას, განყოფილების გამგემ სუსანა ხაჩატრიანმა განყოფილებას უწოდა ეპარქიის მოღვაწეობის სარკე, რომლითაც ცხადი ხდება ეპარქიის მთელი მოღვაწეობა. ეპარქიის ვებ გვერდი, სადაც განთავსებული მასალა ოთხენოვანია, მისაწვდომს ხდის ახალ ამბებს, ეკლესიის საიდუმლოებს, სულიერ მოძღვართა ბიოგრაფიებს, ისტორიულ და მოქმედ ეკლესიების ისტორიებს. პროექტშია რადიო და სატელევიზიო გადაცემების მომზადება.

ელექტრონული საინფორმაციო სამსახურის პასუხისმგებლის, ვალერი ბადალიანის ინფორმაციით ერთ–ერთ კომპანიასთან მიღწეული შეთანხმების შედეგად ეპარქიას უკვე აქვს ელექტრონულ მისამართებზე უფრო მეტი ინფორმაციის გაგზავნის შესაძლებლობა. მან აგრეთვე წარმოადგინა სატელევიზიო გადაცემების მომზადებისათვის საჭირო ტექნიკის აუცილებლობა.

ეპარქიის მმართველობის სტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, ეპარქიის ფინანსურმა დირექტორმა მარგარიტ კირაკოსიანმა დეტალურად განყოფილებებით ისაუბრა ფინასური შემოსავლებისა და გასავლების შესახებ და დაამატა, მიზნობრივი საპროექტო სამუშაოებზე მუშაობა და ანგარიშები.

ადმინისტრაციულ- ეკონომიკურ განყოფილების ხელმძღვანელმა კარენ ერიციანმა წარადგინა სურბ გევორგ საკათედრო ეკლესიის აღდგენის მსვლელობა, ასევე დაბა შაუმიანის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის მშენებლობის სამუშაოები, აუწყა, რომ დასრულებულია სოფელ პატარა დაღეთის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის სამუშაოები, და 8 სექტემბერს გაიმართება ეკლესიის ხელახალი კურთხევა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის განყოფილებათა პასუხისმგებლებმა უპასუხეს სასულიერო პირთა შეკითხვებს.

კრებას ესწრებოდნენ თემთან მომუშავე შემოქმედებითი კავშირების ხელმძღვანელები: საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარე ჟორა სნხჩიანი, საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარის მოვალეობების შემსრულებელი ენოქ ტადევოსიანი, საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარე მერუჟან შაუმიანი, საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის თავმჯდომარე სუსანა ხაჩატრიანი, საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის თავმჯდომარე არტემ კირაკოზოვი. საპატიო მიზეზით კრებას არ ესწრებოდა გარი დავთიანის თოჯინების კულტურის სახლის ხელმძღვანელი ჟანა დავთიანი.

სასულიერო დასისა და ეპარქიია თანამდებობის პირთა ერთობლივი კრების სამუშაო შეაჯამა და ადგილობრივ სასულიერო პირებს შესაბამისი დარიგებები მისცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.

შეხვედრა დასრულდა ერთობლივი ლოცვით.

IMGP9402 IMGP9499

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)