სომხეთის მწერალთა კავშირის გამგეობას, კავშირის წევრებსა და ანანიანების ოჯახის მგლოვიარე წევრებს! |
ძვირფასო ძმებო და დებო!
საქართველოში მცხოვრები სომხებისთვის დიდი მწუხარებაა ცნობილი სომეხის, მოძმე საქართველოს კარგი მეგობრის, თბილისსა და ჯავახეთში მცხოვრები სომხების მხარდამჭერის, კეთილი ადამიანისა და ნათელი გონებით ინტელექტუალის უდროოდ გარდაცვალება. სიმწრით ვგლოვობთ, რადგან ბევრი ოცნება დაჩა აუხდენელი. ვწუხვართ, რომ ძვირფას ლევონს ვეღარ ვნახვთ აღაიანობაზე - ბოლნის ხაჩენში, საიათნოვას ვარდატონზე - თბილისში, ჯივანის დღესასწაულზე - კარზახში, ტერიანული პოეზიის დღეებზე - განძაში და ჰავასის აშუღურ დღესასწაულზე - აუიაზმაში და .... ფასდაუდებელია ლევონ ანანიანის წვლილი სომხურ- ქართული ლიტერატურული დიალოგის სფეროში: ათეულობით წიგნი ითარგმნა სომხურიდან ქართულზე და პირიქით, ბევრი ქართველი მწერალი ლევონის მეშვეობით დაუმეგობრდა სომხეთსა და არცახს, საქართველოს ცნობილი სომეხი შემოქმედები გახდნენ სომხეთის მწერალთა კავშირის წევრები .... მადლიერი თბილისელი სომხები დაასრულებენ ლევონ ანანიანის მიერ დაწყებული დიდი თუმანიანის სახლის მთლიანად შეძენისა და „ვერნატუნის“ აღორძინების წმინდა საქმეს. მოწყენილები ვართ და დამწუხრებულები, მაგრამ ლევონ ანანიანის საქმეები, ადამიანური გულახდილი ურთიერთობები, კეთილი ღიმილი ყოველთვის ჩვენთან ერთად იქნება ჩვენს ლოცვებსა და ყველა ღონისძიებაზე - ბოლნის ხაჩენიდან განაძასა და ჰეშტიამდე. ლოცვას აღვავლენთ ძვირფასი ლევონის სულის სიმშვიდისა და გადარჩენისთვის, ნათელში იყოს მისი სული და შეურთდეს ჩვენი დიდების სულებს, დაე წმიდა სულმა ანუგეშოს ყოველი ჩვენგანი და ანანიანების ოჯახის წევრები, გაუქარვოს დარდი და ყველას გულში გაუმეფოს სულის უკვდავების იმედი. |