2013 წლის 17-18 ოქტომბერს, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი „ჰაიარტუნმა“, „ფეხბურთი რასიზმის წინააღმდეგ ევროპაში“ ქსელთან თანამშრომლობით, მოაწყო საფეხბურთო ტურნირი ჰაიარტუნის თასის მოსაპოვებლად. ტურნირი მოეწყო ევროპული პროგრამის „ფეხბურთის ხალხი რასიზმის წინააღმდეგ ევროპაში - 2013“ ფარგლებში.
ტურნირის მიზანს წარმოადგენდა სკოლის მოსწავლეებს შორის თანასწორობისა და ტოლერანტობის იდეებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს თბილისის №96, №98 და №104 საჯარო სკოლების გუნდებმა. ტურნირში გამარჯვებული გახდა თბილისის №96 სკოლის გუნდმა.
|