შემოდგომის ერთი შთამბეჭდავი დღე „წმიდა მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღში |
შემოდგომა - წელიწადის უმშვენიერესი დროა. ბუნება თვალწარმტაცი ოქროსფრითაა შეღებილი: უხვი ჭირნახულით, მადიანი გემოთი და სურნელით, ყველაფრით, რასაც წელიწადის ეს მშვენიერი პერიოდი ჩუქნის ადამიანს.
შემოდგომის ერთი დღე საქართველოს სომეხთა ეპარქიის „წმიდა მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღის აღსაზრდელთათვის ხილული და ხელმისაწვდომი გახდა უშუალოდ შემოდგომის წიაღში - ღია ცის ქვეშ. და მათ წინაშე წარსდგა შემოდგომა - გემრიელი და წვნიანი ხილით, ფერადი ბოსტნეულით, მოცეკვავე ფოთლებითა და ყვითელ-წითელი ყვავილებით. საბავშვო ბაღის აღმზრდელების - ნარინე ღუშჩიანის, ლალა გევორგიანის, ძიძის ლუსინე პოღოსიანის, უსაზღვრო ფანტაზიითა და მშობლების მონაწილეობით ლამაზად გაფორმებულმა შემოდგომის ბარაქამ დაამშვენა შემოდგომის სურათი საბავშვო ბაღის აღსაზრდელთათვის.
ერთობლივი ძალისხმევით გალამაზებული შემოდგომის ეს ერთი დღე, ნათელი შთაბეჭდილებებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვართან ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანთან, დიაკვან გევორგ ანტონიანთან, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორ ლევონ ჩიდილიანთან და საბავშვო ბაღის გამგესთან ევგენია მარკოსიანთან გადაღებული უნიკალური ფოტოებით ხანგრძლივად დარჩება საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მეხსიერებაში.
|