საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი დაესწრო საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას |
17 ნოემბერს ახლად არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. საზეიმო ცერემონიაზე მიწვეული იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობის ეზოში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამობრძანებული ოფიციალური დელეგაციები და სტუმრები, აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა ეთნიკური სათვისტომოების, ტრადიციული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები. ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი არმენ მოვსესიანი, საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰოვანეს მანუკიანი, საელჩოს დიპლომატები ვაჰაგნ აფიანი და არტაკ კალაჩიანი. საზეიმო ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, ეპარქიის სახელმწიფოსთან ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის - ლევონ ისახანიანის თანხლებით. საქართველოს სომეხთა ეპარქია ულოცავს საქართველოს პრეზიდენტს - გიორგი მარგველაშვილს ფიცის დადებას.
|