1geo

fb you od

„პურპიკ“ თოჯინების თეატრი გამოვიდა ახალქალაქის რაიონის სოფელ კულიკამის სკოლაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

purpik

18 ნოემბერს ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის „პურპიკ“ თოჯინების თეატრი გამოვიდა ახალქალაქის რაიონის სოფელ კულიკამის სკოლაში.

არტურ ღარიბიანის სახელობის სომხური ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებს და სოფლის პატარებს საშუალება მიეცათ ენახათ „პურპიკის“ მსახიობთა საშემსრულებლო მაღალი ხელოვნებ.

ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ინიციატივითა და მხარდაჭერით „პურპიკ“ თოჯინების თეატრმა კულიკამის სკოლაში უფასოდ წარმოადგინა სპექტაკლი „ხარბი ხის მჭრელი“. წარმოდგენა მიმდინარეობდა ბავშვების მხიარული სიცილის, საინტერესო რეპლიკებისა და მხურვალე ოვაციების თანხლებით.

აღვნიშნოთ, რომ თეატრი მოღვაწეობს 2004 წლიდან, შეიქმნა ლიანა ხლოიანისა და ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანის ინიციატივით. ჯერ კიდევ 2001 წელს, რომ ჩავიდა ახალქალაქში და დაინახა ადგილობრივი სომხების მდგომარეობა, თეატრის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა ჯავახეთში გადასვლა და ადგილზე თოჯინების თეატრის შექმნა. ამით იგი მიზნად ისახავდა თეატრალური წარმოდგენებით დახმარებოდა სომეხთა სამოციქულო ეკლესიას, ხალხის დედა ეკლესიასთან და რწმენასთან დაახლოების პროპაგანდაში.

„პურპიკ“ თოჯინების თეატრის მსახიობები ახალქალაქის სომხური სკოლის იმ მოსწავლეთაგან არიან შერჩეული, რომლებიც სწავლობენ სომხეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. თეატრს რეპერტუარში აქვს ოთხი სპექტაკლი: „მჰერის სახლი“, „უკუდო მელა“, „ხარბი ხის მჭრელი“ და „იესოს დაბადება“.

პურპიკ“ თოჯინების თეატრი გასტროლებით არის ნამყოფი თბილისში და ახალქალაქის სომხურ სოფლებში.

 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)