საქართველოს სომეხთა ეპარქიაში მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნის პანაშვიდი შესრულდა |
7 დეკემბერს, 11 საათსა და 41 წუთზე მსოფლიოს ყველა სომხურ ეკლესიაში გაისმა ეკლესიის ზარების ხმა, რომელმაც მსოფლიოსა და კაცობრიობას შეახსენა 1988 წელს სომხეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრა. 25 წელი გავიდა და ყოველ წელს ამ დღეს ხალხი სანთლებს ანთებს და ლოცვას აღავლენს დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად. 7 დეკემბერს თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანისა და სამღვდელოების მონაწილეობით შესრულდა დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი. რელიგიურ ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, სათვისტომოს სტრუქტურათა ხელმძღვანელები, ინტელიგენციისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, მორწმუნენი. ცერემონიის დასასრულს დამსწრეებს მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა. წმიდა მამამ ღვთის მოწყობილი გამოცდა უწოდა არცახის ომის პერიოდში, ბლოკადაში მყოფ სომხეთში მსგავსი სიძლიერის დამანგრეველ მიწისძვრას, ისაუბრა დანგრეული ქალაქებისა და სოფლების, უამრავ დაღუპულთა და დაზარალებულთა, უსახლკაროდ დარჩენილთა და შოკირებულ ადამიანთა შესახებ. მაგრამ რწმენამ, რომელიც ჰქონდა ხალხს, მას არ მისცა იმედგაცრუების და ტკივილის გამო სასოწარკვეთის საშუალება. ხალხმა მოძებნა ძალა, რომ ფეხზე ამდგარიყო და მსოფლიოს ქვეყნების მრავალმხრივი დახმარებით აღედგინა განადგურებული ქალაქები და სოფლები, ენუგეშა შეუქცევადი დანაკარგის ხსოვნით. წინამძღვარმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა მეზობელი საქართველოსა და ქართველი ხალხის აღმოჩენილ დახმარებას. წმიდა მამამ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ყოფილი ხელმძღვანელის, ჯუმბერ პატიაშვილის, ჰუმანიზმს, რაც ორი მეზობელი სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნის პანაშვიდი შესრულდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა მოქმედ ეკლესიაში და ლოცვა აღევლინა მსგავსი სტიქიების თავიდან აცილების ვედრებით.
|