საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში მოეწყო სომეხ და ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა "პორტრეტი -XXI“ |
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზის კედლები დამშვენებულია ზეთის საღებავებითა და ფანქრით შესრულებული ნამუშევრებით. აქ მოეწყო საინტერესო გამოფენა, რუბრიკით „პორტრეტი -XXI“, რომელიც განახორციელა საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირმა (თავმჯდომარე: მერუჟან შაუმიანი), საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით, საქართველოს მხატვართა რამოდენიმე კავშირთან თანამშრომლობით. წარმოდგენილია სომეხი და ქართველი ორ ათეულზე მეტი მხატვრის დაახლოებით 80 ნამუშევარი. გამოფენაში მონაწილეობენ ცნობილი მხატვარ-პედაგოგი
„პორტრეტი -XXI“ გამოფენის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა 15 დეკემბერს, სხვადასხვა ეროვნების მხატვართა და საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა მონაწილეობით. საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ მერუჟან შაუმიანმა მისასალმებელ სიტყვაში პორტრეტულ ხელოვნებას უწოდა რთული შემოქმედებითი მუშაობა, ვინაიდან მხატვარმა ტილოზე უნდა გამოსახოს პიროვნების შინაგანი სამყარო და მისი ხასიათი. მან მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს და ორგანიზატორს, ვისი ძალისხმევითაც რეალობად იქცა ეს ლამაზი გამოფენა. გამომსვლელებმა მაღალი შეფასება მისცეს გამოფენას და მონაწილეთა ოსტატობას (მთარგმნელი გივი შაჰნაზარი, მხატვარ-კერამიკოსი ლევონ ოსიპოვი, მხატვარი ჯოვანი ვეფხვაძე და სხვები). მათ ხაზი გაუსვეს ფერწერის თბილისური სკოლის უნიკალურობას, გამოფენაზე როგორც რეალისტური პორტრეტების, ასევე წარმოსახვითი ნამუშევრების არსებობას. განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ეს არ არის სომეხი და ქართველი მხატვრების მონაწილეობით ერთადერთი გამოფენა, ეს არის ლამაზი ღონისძიება, რომელშიც სიამოვნებით მონაწილეობენ ქართველი მხატვრები. ამჯერადაც ქართველი შემოქმედები წარმოდგენილნი არიან მნიშვნელოვანი რაოდენობის ნამუშევრებით. გამოფენის საზეიმო გახსნის ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. წინამძღვარმა ყურადღება განსაკუთრებით იმაზე გაამახვილა, რომ გამოფენაზე წარმოდგენილია ცნობილ მხატვართა ორი-სამი თაობა. ესენია: ბოიახჩევების, ვეფხვაძეების, მანოიანების ნამუშევრები. გამოფენაზე ადგილი გამოეყო ასევე ახალგაზრდა შემოქმედებს - მარიამ ტიპუხციანს, ალინა ახცეხციანს, გაიანე მანასიანს და სხვებს, რომელთა ნიჭიერი ნამუშევრები დამთვალიერებელთა დიდ ინტერესს იწვევენ. წმიდა მამა მიესალმა გამოფენების ორგანიზებას, და მათში მხატვართა მონაწილეობას უწოდა მხატვრის თვითგამოხატვა და თვითდამკვიდრება. გამოფენა „პორტრეტი -XXI“ „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაგრძელდება 26 დეკემბრამდე.
|