1geo

fb you od

ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა მეგობრული ვიზიტი საქართველოს სომეხთა ეპარქიის «ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Khachaturyan

მიმდინარე წლის 1 თებერვალს საქართველოს სომეხა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა თბილისის არამ ხაჩატურიანის სახელობის მე-10 ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა კონცერტი, რუბრიკით მეგობრული ვიზიტი", და მიეძღვნა დიდი კომპოზიტორის დაბადების 110 წლისთავს. კონცერტი „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერითა და თბილისის არამ ხაჩატურიანის სახელობის მე-10 ხელოვნების სკოლასთან თანამშრომლობით, ინიცირებული იყო საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის მიერ. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოში სრ ელჩის მოადგილე ვაჰაგნ აფიანი, მეუღლესთან ერთად, მე-10 ხელოვნების სკოლის ვეტერანი მასწავლებლები, ცნობილი მუსიკოსები, ხელოვანები, მშობლები, მუსიკალური სკოლის კურსდამთავრებულები და ამჟამინდელი მოწაფეები.

ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის თავმჯდომარემ არტემ კირაკოზოვმა. მე-10 ხელოვნების სკოლის დირექტორმა ტარიელ ბერაძემ მადლიერების სიტყვით მიმართა ღონისძიების ორგანიზატორებს და ხაზი გაუსვა მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორის - არამ ხაჩატურიანის, სახელის ტარების სიამაყესა და პასუხისმგებლობას. ამ პასუხისმგებლობის თავისებური გამოხატულება უწოდა მან დიდი კომპოზიტორითანამემამულეებთან მეგობრულ ვიზიტსა და მათ წინაშე კონცერტით გამოსვლას.

სკოლის მოწაფეებმა ელენე გადრანმა, ლიკა ბაქრაძემ, სალომე მერაბიშვილმა, მარიამ მაცკომ, ნანა უსტარიშვილმა, დეა ცქიტიშვილმა, ანა ქოჩარიანმა, მერაბ სეფაშვილმა, მარიამ მამფორიამ, დავით აკოფოვმა,მილენა ჯალალბეკოვა ბრწყინვალედ შესრულე კომიტასის, არნო ბაბაჯანიანის, გიორგი ცაბაძის, გია ყანჩელის,ლისტი, კორსაკოვის ნაწარმოებები, დაიმსახურეს აუდიტორიის ოვაციები და მასწავლებლების - მეჰრაბიანის, ბანდურას, ბერაძის, ჭელიძის, გალიჩიანის, ესიტაშვილის, მირზაშვილის,დანელიანის, თუთუნჯიანის, პიანისტ ყუბანეიშვილის კმაყოფილება.

მსგავს მეგობრულ ვიზიტ მიესალმა აღნიშნული სკოლის კურსდამთავრებული მუსიკოსი ესაი აბოვიანი, ჟანა დავთიანმა კი, რომელმაც ნახევარი საუკუნის წინ აღნიშნულ სკოლაში მუსიკის გაკვეთილები გაიარა, მადლიერების სიტყვით მიმართა ასეთი ღონისძიების ორგანიზებისათვის და ქედი მოიხარა სკოლის ხანდაზმული მასწავლებლის, პიანისტ ივეტა მეჰრაბიანის წინაშე.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის სახელით ყველა მონაწილეს დაურიგდა „კეთილი სამარიელი“ ორგანიზაციის საჩუქრები.

IMGP0345 IMGP0411 IMGP0416 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)