1geo

fb you od

ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა მიიღო საქართველოს პრეზიდენტი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

mayrator

 

28 თებერვალს მთავარ საკათედრო „სურბ ეჯმიაწინში“ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა უწმინდესმა და უნეტარესმა გარეგინ II-მ მიიღო საქართველოს პრეზიდენტი ბატონი გიორგი მარგველაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის - ედვარდ ნალბანდიანის, თანხლებით. შეხვედრას ესწრებოდნენ მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინის კანცელარიის მმართველი ეპისკოპოსი არშაკ ხაჩატრიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინის ადმინისტრაციულ-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორი ეპისკოპოსი მუშეღ ბაბაიანი.

ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა მიესალმა რა საქართველოს პრეზიდენტისა და მისი თანმხლები დელეგაციის ვიზიტს სომხეთსა და ხაზი გაუსვა იმავე რეგიონში ერთმანეთის გვერდიგვერდ მცხოვრები ორი თანამორწმუნე ხალხების თანაარსებობისა და ძმობის გაძლიერების მნიშვნელობას, რაზეც ყოველთვის მიმართული იყო სომეხთა ეკლესიის ძალისხმევა.

 შეხვედრისას ისაუბრეს ასევე საქართველოს სომხურ სათვისტომოზე და მის ისტორიულ და ახლანდელ დიდ წვლილსა და როლზე ქვეყნის კონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და სხვა ასპექტებში. თავის სიტყვაში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს სომეხთა ეპარქიისა და სომხური სათვისტომოს საეკლესიო საკითხთა მოგვარების მიმართულებით ბოლო პერიოდში დაწყებულ დადებით პროცესებთან დაკავშირებით და ღრმა რწმენა გამოთქვა , რომ ეს ყველაფერი წარუძღვება სომეხი ერის შვილების სულიერი ცხოვრების პრობლემათა სრულ გადაწყვეტა.

დასასრულს უწმინდესმა და უნეტარესმა ნაყოფიერი მოღვაწეობა უსურვა ბატონ გიორგი მარგველაშვილს, საქართველოსა და მისი მორწმუნე ხალხის საკეთილდღეოდ.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა მოინახულა მთავარი საკათედრო ტაძარი, ეწვია ტაძრის მუზეუმ.

მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინის პრესსამსახური

DSC 0075 1889069 221122878079691 1322787611 o

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)