1geo

fb you od

სემინარი რუბრიკით - „არმენოლოგია“ „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

gl

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების (პასუხისმგებელი: გევორგ ანტონიანი) და სრ პრეზიდენტის აპარატთან არსებული სახელმწიფო ადმინისტრირების აკადემიის სულ ერთ წლის თანამშრომლობა აღინიშნა თბილის რუბრიკითარმენოლოგიასემინარის ჩატარებით, რომელიც ინიცირებული იყო აკადემიის სხვადასხვა განყოფილებების სტუდენტების მიერ. ამა წლის 16 მარტს საქართველოს სომეხთა ეპარქიისჰაიარტუნ ცენტრში შემდგარი აღნიშნული პროგრამის მიზანი იყო საქართველოს სომეხი მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით თბილისელი სომეხი ახალგაზრდებისათვის ქვეყნის ადმინისტრირების სახელმწიფო ინსტიტუტების, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობების, გეოგრაფიისა და ეკლესიათმშენებლობის სფეროებში სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარების წარდგენა.

სემინარი მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა. მან წარმოადგინა ცენტრისა და ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების საქმიანობა, ხაზი გაუსვა მსგავსი პროგრამების განხორციელების მნიშვნელობას სომეხი ადამიანის იდენტობის სწორად ჩამოყალიბებაში.

აუდიტორიამ, სადაც წარმოდგენილნი იყვნენ თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ასევე მომავალი აბიტურიენტები, ყურადღებით მოუსმინა ერევნიდან ჩამოსული აკადემიის სტუდენტთა გამოსვლებს, რომლებიც ეხებოდა სრ საგარეო პოლიტიკას, სრ-ში ტურიზმის ანვითარება, მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებ. დაწვრილებით ისაუბრეს ცნობილ სომეხ ადამიანებზე, მსოფლიოში სომეხი ადამიანის სახისა და მისი იდენტობის ფორმირებაზე.

დასასრულს აკადემიი სტუდენტმა გაიანე ბეჯანიანმა აუდიტორიას წარუდგინა სრ სახელმწიფო ადმინისტრირების აკადემიის მოღვაწეობა, რომელიც მოქმედებს უშუალოდ ქვეყნის პრეზიდენტის ეგიდით, განმარტა აკადემიაში ჩარიცხვის, სწავლის და პრივილეგიებით სარგებლობის გარემოებები.

სემინარ მონაწილე აკადემიის სტუდენტებმა ლილით ხურშუდიანმა, სოს ჰაკობიანმა, არტურ გრიგორიანმა, ტიგრან ელბაკიანმა და სხვებმა სიამოვნებით უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.

იყო წინადადება მსგავსი სემინარებისთვის უწყვეტი ხასიათის მიცემის, აკადემიის სტუდენტებთან თანამშრომლობის და საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების ახალგაზრდა ლიდერთა სემინარში აკადემიის სტუდენტთა ჩართვის. თბილისელი სომეხი ახალგაზრდების თანხლებით ერევნიდან ჩამოსული სტუმრები ეწვივნენ ხოჯივანქის სომეხ დიდებულთა პანთეონს, ესტუმრნენგარი დავთიანის თოჯინების კულტურის სახლს“, დაათვალიერეს თბილისის ღირსშესანიშნაობები.

IMGP2674 IMGP2677 IMGP2696 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)