1geo

fb you od

„კეთილი სამარიელი“ ორგანიზაციის საჩუქრები დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ბავშვებს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

sam

კეთილი სამარიელი“ არასამთავრობო ორგანიზაციამ მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში. ამა წლის 2 აპრილს ხურვალეთში ვიდნენ საქართველოში „კეთილი სამარიელი“ ორგანიზაციის წარმომადგენელი კარენ ერიციანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის გადამღები ჯგუფი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა კავშირის წევრები ირინა ჯეირანაშვილი, ხათუნა ლომჯარია და ანი პარანიცევა. მათ ბავშვებს ჩაუტანეს შორეულ ევროპაში მცხოვრები ბავშვები გულის სითბოთი და თითების სინაზი მომზადებული საჩუქრები თანატოლებისათვის. მშობლიური სახლებიდან აყრილმა და ამჟამად ხურვალეთში დამკვიდრებულმა 130-მა ბავშვმა სიხარულით მიიღო შორეული მეგობრების საჩუქრები, თვითონ კი სამაგიეროდ სიყვარული და მადლიერება გამოუცხადეს ევროპელ ბავშვებსა და „კეთილი სამარიელი“ ორგანიზაციის წარმომადგენლობას.

ხურვალეთის დასახლების ყოველი ბავშვისათვის ეს დღე იქცა მხიარულ და დაუვიწყარ დღედ.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)