„აღდგომა“ ლიტერატურულ-მუსიკალური მონტაჟი თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში |
19 აპრილს, საღამოს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში „ჭრაგალუიცის“ წმიდა წირვამდე თბილისის 103 სკოლის სომხური სექტორის (სასწავლო ნაწილის გამგე: ჰასმიკ პაპიკიანი) მოსწავლეებმა ჩაატარეს „წმიდა აღდგომა“ ლიტერატურულ-მუსი ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წმიდა აღდგომას, მოიცავდა ქრისტეს დაბადებიდან ჯვარცმამდე განვლილი გზიდან მხატვრული ეპიზოდების ჩვენებას. ღონისძიების დასასრულს დამსწრეებს მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. მან მაღალი შეფასება მისცა მასწავლებლების საქმიანობას, ბავშვების აღზრდისა და მათი სომხური სულისკვეთებით აღზრდის მიმართულებით. მისმა ყოვლადუსამღვდელო ლიტერატურულ- მუსიკალური მონტაჟის მონაწილეებს დაურიგდათ „კეთილი სამარიელი“ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის საჩუქრები.
|