ნინოწმინდაში გაიხსნა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი |
23 აპრილს ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით, სამცხე-ჯავახეთის მემორიალის გახსნისა და კურთხევის ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ეთნიკურად სომეხი დეპუტატები, საქართველოს მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი, რაიონის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელები, საქართველოს სომხური სათვისტომოს სტრუქტურათა ხელმძღვანელები, სტუმრები ერევნიდან, თბილისიდან, ჯავახეთის სხვადასხვა რაიონებიდან და სოფლებიდან. ღონისძიების ორგანიზატორის, რაიონის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის და ადგილობრივი რაფაელ ღარსლიან (ჯავახ) ცენტრის დირექტორის გევორგ სნხჩიანის სიტყვის შემდეგ, მემორიალი გახსნეს საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოვანეს მანუკიანმა და რუსეთში მცხოვრებმა ქველმოქმედმა არმენ ღარსლიანმა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის, სამცხე-ჯავახეთის ყველა გამომსვლელმა დაგმო გენოციდი, როგორც დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და მოსარჩელის რისხვით ცივილიზებულ სამყაროს მოუწოდა სომეხთა გენოციდის აღიარება. ღონისძიების დროს ნინოწმინდის მუსიკალური სკოლისა და კულტურის ცენტრის მოსწავლეების მიერ შესრულდა სიმღერები (კონცერტმაისტერი
|