სერგეი ჩარუხჩიანი სოციალური ქსელის „ჰაიარტუნ“ გვერდის ყველაზე აქტიური მონაწილეა |
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიას აქვს ოთხენოვანი ვებ-გვერდი http://armenianchurch.ge ასევე „ჰაიარტუნ“ სახელწოდებით თავისი გვერდები - 0dnoklassnik.ru და facebook.com სოციალური ქსელებში. ეს გვერდები, სომხურ, ქართულ. რუსულ და ინგლისურ ენებზე ინფორმაციის გავრცელებით, არა მხოლოდ საქართველოს სომეხთა ეპარქიისა და მასთან მოქმედი „ჰაიარტუნ“ საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრის ჭეშმარიტი სარკეა, არამედ მთავარ საკათედროს წმიდა ეჯმიაწინის, სომხეთის რესპუბლიკისა და სომხური დიასპორის საქმიანობის შესახებ ახალი და მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების შესანიშნავი წყარო. ამ გვერდებს ათასობით ვიზიტორი ჰყავს. ელექტრონული საინფორმაციო სამსახურის პასუხისმგებლის ვალერი ბადალიანის თანმიმდევრული მუშაობის წყალობით ცნობილი გახდა „ჰაიარტუნ“ გვერდის ვიზიტორის, ლინკების გამავრცელებლის და მისთვის like ღილაკზე ყველაზე ხშირად დამჭერის ვინაობა. ეს თბილისში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდა სერგეი ჩარუხჩიანია. გვერდის ადმინისტრატორის ინიციატივით სერგეი გამოცხადდა „ჰაიარტუნ“ ცენტრში და საზეიმო პირობებში დაჯილდოვდა დიპლომით, მაისურით „ჰაიარტიუნ“ ლოგოთი და სომხეთის რესპუბლიკის ლორის რეგიონში მდებარე მონასტრებში მომლოცველობაზე გამგზავრების ერთი საგზურით. სერგეი ჩარუხჩიანმა მადლობა გადაუხადა „ჰაიარტუნ“ გვერდს, აქტუალური და ღირებული ინფორმაციის დროულად მიწოდებისა და მისი აქტიურობის დაფასებისათვის.
|