დასავლეთ სომხეთში ოსმალეთის თურქეთის მიერ განხორციელებული სომეხთა გენოციდის 99-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საქართველოს სომეხთა ეპარქიის ღონისძიებათაგან მორიგი - „ჭრილობა ჯერ კიდევ ახალია“ რუბრიკით, სამეცნიერო-კულტურული საღამო იყო, რომლის ინიციატორი იყო ასოციაცია "საქართველოში სომხური სამეცნიერო- კვლევითი ცენტრი", საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით. ღონისძიებას თან ახლდა გენოციდის ამსახველი ფოტოსურათები და სამენოვანი კომენტარები, რაც საქართველოს სომეხი ბავშვების მხარდაჭერის „არევიკ“ საქველმოქმედო ფონდს უბოძა სომხეთის რესპუბლიკის გენოციდის ინსტიტუტისა და მუზეუმის დირექციამ.
საღამოს ესწრებოდნენ თბილისის სომეხი ინტელიგენციისა და სათვისტომოს წარმომადგენლები.
ღონისძიება გახსნა "საქართველოში სომხური სამეცნიერო- კვლევითი ცენტრი" არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ემა ახტიანმა. მან მადლობა გადაუხადა გენოციდის მუზეუმისა და ინსტიტუტის დირექტორს ჰაიკ დემოიანს ნაჩუქი ექსპონატებისათვის, რომლებიც ერევნიდან ჩამოიატანა ფონდის თავმჯდომარის მოადგილემ ინგა აღეკიანმა. მან თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებებით გენოციდის საკითხის მოსარჩელის უფლებით თაობებისთვის გადაცმის აუცილებლობას და გამოსვლა დაასრულა ჰოვანეს შირაზის „ ჰაიოც დანთეაკან“ პოემიდან ნაწყვეტის დეკლამაციით.
სომეხთა გენოციდის თემით გამოსვლები ჰქონდათ ჟურნალისტ ვალერი უნანიანცს, ისტორიკოსებს ენოქ თადევოსიანსა და ნორაირ ბაღდასარიანს. სომეხთა გენოციდის თემისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსები წაიკითხეს პოეტებმა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა, მარინა მოსესოვა-კირაკოზოვამ და სხვებმა.
|