1geo

fb you od

ლექცია რუბრიკით "ვიოლინო - მუსიკის დედოფალი" საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP7426

საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის ინიციატივით ტარდება ლექცია-კონცერტების ციკლი. ციკლის მორიგი თემა ვიოლინო იყო, იგი ჩატარდა რუბრიკით "ვიოლინო - მუსიკის დედოფალი". ღონისძიება გაიმართა ამა წლის 11 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში. მას ესწრებოდნენ მუსიკოსები, სტუდენტები, სიმებიან საკრავებზე შესრულებული მუსიკის მოყვარულები. ლექცია- კონცერტესწრებოდა ცნობილი მუსიკოსი ვაჟა აზარაშვილი.

ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის თავმჯდომარემ არტემ კირაკოზოვმა, მან ისაუბრა სიმებიან მუსიკალურ საკრავებსა და მათზე შესრულებულ მუსიკაზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ვიოლინოს, როგორც მუსიკის დედოფლის, როლს.

მუსიკათმცოდნეობიდოქტორმა, მევიოლინე მარიანა ასრიევამ და ცნობილმა მუსიკოსმა ვაჟა აზარაშვილმა დეტალურად ისაუბრეს ვიოლინოს ავისებურებებზე და ჩაატარეს მასტერკლასი, რომელიც მიმდინარეობდა ნარინე კირაკოზოვას, მარიანა კირაკოზოვას, სურენ კირაკოსიანის მუსიკალური (ვიოლინოს) შესრულებების თანხლებით.

IMGP7445 IMGP7449 IMGP7466 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)