კინოთეატრ “რუსთაველის” მაყურებლები “ჰაიარტუნ” ცენტრის აღსაზრდელები იყვნენ |
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების ინიციატივით და ადმინისტრაციულ-სამეურნეო ნაწილისა და თბილისის “რუსთაველის”კინოთეატრის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, “ჰაიარტუნ” ცენტრის სხვადასხვა ჯგუფების 30 აღსაზრდელი 16 მაისს ეწვია დედაქალაქის ”რუსთაველის” თეატრს. “ჰაიარტუნ” წარწერიანი მაისურებით გამოწყობილი ბავშვები შეიკრიბნენ ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, საიდანაც ახალგაზრდობის განყოფილების ხელმძღვანელის ვალერი ბადალიანისა და აქტივისტ გევორგ პოღოსოვის თანხლებით ფეხით გასეირნებით მივიდნენ კინოთეატრში. ბევრი მათგანისთვის ეს პირველი ვიზიტი იყო აღნიშნულ კინოთეატრში, მათ განსაკუთრებული ინტერესითა და სიყვარულით დაათვალიერეს კინოთეატრის დარბაზები, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, კინოთეატრის ერთ-ერთ დარბაზში ნაჩვენები იქნა «შპიდერ მან - 3D» ფილმის სერიიდან მე-5 ფილმი. კულტურული ექსკურსიის მონაწილეებმა დიდი ინტერესითა და სიყვარულით უყურეს ფილმს, კინოფილმის დასრულების შემდეგ ისეირნეს ქალაქის ცენტრალურ გამზირზე. იმედი გამოითქვა, რომ მსგავსი კულტურული ღონისძიებები, კინოთეატრის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, მიიღებს უწყვეტ ხასიათს.
|