1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის აქტივისტები დაესწრნენ ეკონომიკურ საკითხებზე ჩატარებულ თავისუფალ ლექციებს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP9017

მიმდინარე წლის 16 - 27 მაისს, "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო" (აესკო) არასამთავრობო ორგანიზაცია, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი (გერმანია) და საქართველოს უნივერსიტეტის ხარდაჭერით მოაწყო ლექციათა ციკლი, თემაზე - "რა განაპირობებს და რა აფერხებს ეკონომიკის ზრდას?“. თავისუფალ ლექციებს დიდი ინტერესით დაესწრნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ახალგაზრდა აქტივისტები. ლექციების დასრულების შემდეგ, 31 მაისს კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატები მიიღეს მონაწილეებმა „ჰაიარტუნ’ ცენტრიდან: ანუშ მისკარიანმა, ემილ სარგსიანმა და გევორგ ავეტისიანმა.

მიუხედავად იმისა, რომ კურსი ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, ამან არავითარი პრობლემა არ შეუქმნა სომეხი ახალგაზრდების მონაწილეობას. სერტიფიკატების გადაცემისას "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო" არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ და ვიცე-პრეზიდენტმა გია ჯანდიერმა აღნიშნეს, რომ კმაყოფილები დარჩნენ სომეხი ახალგაზრდების აქტიურობით და დაადასტურეს მათი მონაწილეობ სხვა მსგავს ღონისძიებებზე.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)