1geo

fb you od

საეკლესიო ცერემონია სომხურ სამლოცველოებში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

7462gl9484

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თავისებურად აღნიშნა ქალაქ ახალციხის სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ. როგორც იუწყება akhaltskha.net-ი, ეკლესიის მორწმუნე ხალხი, შვილები და შვილიშვილები ურთ შეიკრიბა ახალციხის უძველეს სამლოცველოებთან. ახალციხის სულიერმა მოძღვარმა მამა ჰაგობ სააკიანმა ერთ-ერთ სამლოცველოში ჩაატარა საეკლესიო ცერემონია.

მამა ჰაგობის სიტყვებით, გასულ წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სომხური სამლოცველოები თავის საკუთრებაში დაარეგისტრირა, მაგრამ ყველაზე დიდი რეგისტრაცია სამლოცველოებს ხალხის გულში აქვს, რის შეცვლაც ვერავის შეუძლია. ეს წმინდა ადგილები ჩვენი ხალხის გულში ოდითგანვე არის რეგისტრირებული, მათი აგების დღიდან, და ის არის ერთადერთი ჭეშმარიტი მფლობელი ამ სამლოცველოების.

 ცერემონიის დასასრულს სასულიერო პირმა დალოცა ბავშვები და მათ პატარა საჩუქრები გადასცა.

 შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავის საკუთრებაში დაარეგისტრირა სომხური „ქროჯ ევ ეღბორ“ ( დისა და ძმისა) , სახელწოდების სამლოცველოები და 28 აგვისტოს საეკლესიო ცერემონია ჩაატარა სამლოცველოებში, რამაც დიდი აღშფოთება გამოიწვია სომთა ეკლესი და ახალციხის სომეხ მოსახლეობაში.

ამ დღეებში აღნიშნულ ემას შეეხო ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის იურისტ ლევონ ისახანიან, საქართველოს ადამიანის უფლებთა დამცველთან - უჩა ნანუაშვილთან, შეხვედრის დროს.

45545822 56782120 63624943 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)