აჭარის ენის სწავლების ერთდღიანი სკოლების მოსწავლეებმა ჩააბარეს გადასასვლელი და გამოსაშვები გამოცდები |
ბათუმის "სურბ მესროპ მაშტოც" და ქობულეთის "ვრამშაპუჰ“ სომხური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლების მოწაფეებმა მიმდინარე წლის 7 ივნისს „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში ჩააბარეს კლასიდან კლასში გადასასვლელი და გამოსაშვები გამოცდები. გამოცდებთან დაკავშირებით ბათუმში იყო ჩასული საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორი ევგენია მარკოსიანი. გამოცდები მიიღეს ერთდღიანი სკოლების მასწავლებლებმა: სონა ჰოვანისიანმა, დიანა ჰაკობიანმა, გაიანე ვარდანიანმა და დიანა ქეიანმა. საკვირაო სკოლის პედაგოგები კმაყოფილები იყვნენ გამოცდების შედეგებით, ვინაიდან მოსწავლეები არა მხოლოდ კითხულობდნენ და წერდნენ სომხურ ენაზე, არამედ ლექსებს კითხულობდნენ, რაც იმის დასტურია, რომ ბავშვების გულში ჩანერგილია ეკლესიის ერთგულების, ტრადიციებისა და ისტორიის სული. გამოცდების მონაწილე ბავშვებს „ბალის“ ორგანიზაციის მიერ დაურიგდათ ცივი სასმელები, ორგანიზაცია „აისბერგი“ კი მათ გაუმასპინძლდა გემრიელი ნაყინით. ამ დღეებში აჭარის ერთდღიანი სკოლების კურსდამთავრებულე |