საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიხსნა ჯავახეთის ეკლესიების ეტიუდურ ნამუშევართა გამოფენა |
ორი წლის წინ ჯავახეთში დამკვიდრებული ახალგაზრდა მხატვრის არმან თოროსიანისა და მისი კოლეგის ჰრაჩია საფარიანის მიერ შესრულდა ამ უნიკალურ მხარეში მოქმედი 33 სომხური ეკლესიის გამოსახულებით ეტიუდური ნამუშევრები, რომლებიც გამოიფინა ჯერ ახალქალაქში, შემდეგ ნინოწმინდაში. საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის ინიციატივით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრისა და ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის მხარდაჭერით, „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიხსნა აღნიშნულ შემოქმედთა გამოფენა, რუბრიკით - „ჯავახეთის მხარე მისი ეკლესიებით“, რომლის გახსნას ესწრებოდნენ სომეხი და ქართველი მხატვრები, სტუმრები ჯავახეთიდან, ერევნიდან და სომხეთის რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონებიდან, ხელოვნების მოყვარული საზოგადოებრიობა. გამოფენის გახსნის სიტყვაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა, ყურადღება გაამახვილა სომხური კულტურული და სულიერი ფასეულობების საზოგადოებისათვის გაცნობის ახალგაზრდა ხელოვანთა სანაქებო მუშაობას, საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ მერუჟან შაუმიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის ფერწერული სკოლის მიდგომას, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება თბილისური ფერწერული სკოლის სტილისაგან. ახალგაზრდა მხატვართა პირველ პერსონალურ გამოფენასთან დაკავშირებით მათი შთაბეჭდილებები და მოსაზრებები გამოხატეს მხატვრებმა ჯიოვანი ვეფხვაძემ, ლევ ოსიპოვმა, ერევნიდან ჩამოსულმა ისტორიკოსმა კარენ მათევოსიანმა, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა და სხვებმა. მხატვარ - მოქანდაკეებმა არმან თოროსიანმა და ჰრაჩია საფარიანმა მადლობა გადაუხადეს ყველას, ვისი მხარდაჭერითაც შესაძლებელი გახდა აღნიშნული გამოფენის საზოგადოებისათვი ღონისძიება დაასრულა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. წინამძღვარმა მაღალი შეფასება მისცა ახალგაზრდა შემოქმედთა ერთგულებას სომხურ ეკლესიათა პოპულარიზაციის საქმისადმი, მისმა უსამღვდელოესობამ იმედი გამოთქვა, რომ ჯავახეთის დანგრეულ ეკლესიებსაც ექნებათ მოქმედ ეკლესიათა რიგში ყოფნის შესაძლებლობა. გამოფენის გახსნის ცერემონია დაამშვენა ცნობილი პოეტების, მარინა კირაკოზოვასა და გარი ღალამქაროვის, სომხეთისა და ჯავახეთის მთებისადმი მიძღვნილი ლექსების დეკლამაციამ. არმან თოროსიანისა და ჰრაჩია საფარიანის პერსონალური გამოფენა, რუბრიკით - „ჯავახეთის მხარე მისი ეკლესიებით“, გაგრძელდება 22 ივნისამდე.
|