1geo

fb you od

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვია თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

S.Sargsyan

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტსერჟ სარსიან და მისი თანმხლები დელეგაციის წევრები, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 19 ივნისს, ეწვივნენ თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიას. მაღალი რანგის სტუმრებს დახვდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, სასულიერო პირები, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები, საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები.

ძველეს სომხურ ეკლესიაში სანთლების დანთების შემდეგ, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სასულიერო პირების თანხლებით, ყვავილებით შეამკო ეკლესიის ეზოში აღმართული სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ხაჩქარი (ქვა-ჯვარი). პრეზიდენტი და დელეგაციის წევრები, სასულიერო პირთა თანხლებით, ეწვივნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ „ჰაიარტუნ“ ცენტრს, სადაც კეთილი მობრძანების თბილი სიტყვებით, სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნები შესრულებით, მაღალი რანგის სტუმრებს დახვდნენ მოვსეს ხორენაცის სახელობის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები. სომხეთიდან ჩამოსულმა სტუმრებმა მოისმინეს ასევე ხალხური საკრავების - დოლისა და დუდუკის კლასების მოწაფეთა შესრულებები.

ცენტრის „ნერსეს შნორჰალი“ ანსამბლის მიერ შესრულებული სიმღერის „ერევანის“ ჰანგებით დელეგაციის წევრებს გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში დახვდნენ საქართველოს სომხური სტრუქტურების ხელმძღვანელები, თანამდებობის პირები და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. პრეზიდენტმა დაათვალიერა არმან თოროსიანისა და ჰრაჩია საფარიანის პერსონალური გამოფენა, რუბრიკით - „ჯავახეთის მხარე მისი ეკლესიებით“.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა პრეზიდენტს წარუდგინა თბილისელი ღირსეული პირები, სტრუქტურათა ხელმძღვანელები, ისაუბრა „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის შესახებ, რომლის მოღვაწეობა ორიენტირებულია საქართველოში მშობლიურ ენის შენარჩუნებისა და ეროვნული კულტურის განვითარებისკენ. მისმა უსამღვდელოესობამ ისაუბრა აქტუალურ - პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის რეკონსტრუქციის, საქართველოში საეკლესი მემკვიდრეობის დაცვისა და რესტავრაციის, კულტურისა და განათლების სექტორის საკითხებზე, დიდი მნიშვნელობა მიანიჭა სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებთან ეფექტურ თანამშრომლობა, მათ პროგრამებში საქართველოს სომეხთა მონაწილეობას. ეპარქიის წინამძღვარმა დედა სამშობლოს კეთილდღეობა უსურვა, სრ პრეზიდენტს კი - დღეგრძელობა.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის მიერ განხორციელებულ საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და წარმატებები უსურვა საქართველოში სომხური კულტურული ძეგლების დაცვის, სომხურ-ქართული მეგობრობის გაღრმავების საქმეში.

 

IMGP0095 IMGP0148 IMGP0169 

IMGP0188 IMGP0240 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)