1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა წაიკითხა ლექცია, მიძღვნილი სომეხთა ეკლესიის ისტორიისადმი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

dasakhosutiun

მიმდინარე წლის 8 ივლისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა საქართველოს სომხური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მორიგი შეხვედრა თბილისელ სომეხ საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან.

შეხვედრა გახსნსაქართველოს სომხური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თავმჯდომარემ ემა ახტიანმა, რომელმაც ისაუბრა ცენტრის ექვსთვიანი მოღვაწეობის პერიოდში შესრულებულ სამუშაოებზე, ხაზი გაუსვა მოღვაწეობის ძირითად მიმართულებათაგან გენოციდის, ენობრივი, ისტორიული, ლიტერატურული, თარგმანის თემებზე მოწყობილ განხილვებს, ლექციებსა და მეცადინეობებს. შემდეგ სიტყვა გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს, ვინც მოწვეული იყო სომხური ეკლესიის ისტორიის შესახებ ლექციის წასაკითხად.

მისი უსამღვდელოესობის ლექცია შეეხო სომხური ეკლესიის ჩამოყალიბებას, სტრუქტურას, სახელწოდებას, წინამძღვარმა ისაუბრა , საუკუნოვანი ისტორიის მქონე ეკლესიათშორის ურთიერთობებზე, რწმენის გარშემო ერის კონსოლიდაციის საქმეში სომეხთა ეკლესიის როლსა და მნიშვნელობაზე.

მისმა უსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს. იყო შემოთავაზება მსგავს შეხვედრა-ლექციებს, განსაკუთრებით სასულიერო ცხოვრებისადმი მიძღვნილებს, მიეცეს რეგულარული სახე.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)