1geo

fb you od

საქართველოს სომეხი ახალგაზრდების სამდღიანი სასწავლო კურსი წეროვანში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

cerovani

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) ინიციატივით, სრ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მფარველობით და გალუსტ გიულბენკიან ფონდის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ორგანიზებულიქნა საქართველოს სომხური სათვისტომოს "ახალგაზრდა ლიდერთა გადამზადების სასწავლო კურსი", რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდები დედაქალაქიდან, ქვემო ქართლიდან და აჭარის სხვადასხვა დასახლებებიდან. პროგრამა განხორციელდა დაბა წეროვანშიათოლიკური ეკლესიის კომპლექს.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა მოსმინეს ლექციებ ეკლესიის ცხოვრებაში ახალგაზრდების როლის (გამომსვლელები: მღვდელი მამა მანუკ ზეინალიანი, მღვდელი მამა მოვსეს აშურინი), თბილისი სომხურ ისტორიულ- კულტურულ ძეგლების (საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორი და „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელი ლევონ ჩიდილიანი), ადამიანის უფლებები (ეპარქიის იურიდიულ საკითხთა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორი ლევონ ისახანიანი), სომეხი ხალხის ისტორიის (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი დიანა ტერ-ბაღდასაროვა) თემებზე.   

საქართველოს სომხური სათვისტომოს ტრადიციებისა და კულტურის გავრცელებისკენ იყო გამიზნული ხალხური სიმღერისა და ცეკვის გაკვეთილები, რომლებიც კომპლექსში ღია ცის ქვეშ ტარდებოდა. პროგრამაში ჩართული იყო ახალგაზრდების გართობა, რომელიც მიმდინარეობდა მხიარული სიმღერითა და ცეკვით, სპორტული თამაშებითა და შეჯიბრებებით.

სასწავლო კურსის ბოლო დღის შემაჯამებელი სხდომის დროს ახალგაზრდებს ეროვნული იდენტობის, მიღებული ცოდნისა და ძალისხმევის ადგილებზე გამოყენების მოწოდებით მიმართეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა და ინფორმაციის განყოფილების დირექტორმა სუსანა ხაჩატრიანმა.

ბოლოს კურთხევისა და მადლიერების სიტყვით გამოვიდა სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მადლიერების სიტყვით მიმართა სრ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და გალუსტ გიულბენკიან დაწესებულებას, პროგრამისთვის აღმოჩენილი მხარდაჭერისათვის, მაღალი შეფასება მისცა ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების დირექტორის ვალერი ბადალიანის, ადმინისტრაციულ-სამეურნეო განყოფილების დირექტორის კარენ ერიციანის ძალისხმევას ახალგაზრდების სამდღიანი სამუშაო გადამზადების კურსის მაღალ დონეზე, საინტერესოდ და შინაარსიანად განხორციელებისათვის.

მონაწილეებმა მიიღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევა და სერთიფიკატები. საქართველოს სომხური სათვისტომოს ახალგაზრდა ლიდერთა გადამზადების სამდღიანი სასწავლო კურსის დასასრულს ახალგაზრდები ეწვივნენ სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონს, სურბ ეჯმიაწინ ეკლესიასა და „ჰაიარტუნ“ ცენტრს.

IMGP0006 IMGP0078 IMGP0197 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)