საქართველოში დაიწყო ახალი სასწავლო წელი |
15 სექტემბერს საქართველოში ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაიწყო 2014-2015 სასწავლო წელი. ახალი სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმო პირობებში გაისმა ასევე თბილისის ერთადერთ სომხურ სკოლაში - 104-ე საჯარო სკოლაში (დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: ირინა ჟამკოჩიანი). საზეიმოდ ჩამწკრივებული მოსწავლეების გვერდით იდგნენ მათი მასწავლებლები, ხალხმრავალ ეზოში შეიკრიბნენ მშობლები და სტუმრები, მოსწავლეების ახალი სასწავლო წლის მისალოცად იყვნენ მისული „ჰაიარტუნ“ ცენტრის თანამშრომლები, გაზეთ „ვრასტანის“ თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკების სახელმწიფო ჰიმნების შემდეგ, სკოლის კურსდამთავრებულთ შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის სულიერმა მსახურმა მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთიუნიანმა დალოცა დამსწრეები. სასწავლო პროცესში განხორციელებული ცვლილებებისა და ინოვაციების შესახებ ისაუბრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სკოლების პროგრამების კოორდინატორმა კარინე მანუკიანმა. მოსწავლეებს კეთილი სურვილებით მიმართეს გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა, ახალადშექმნილი ქართველ სომეხთა კავშირის თავმჯდომარემ ნარეკ ბაიანდურიანმა, დაარიგეს მოსწავლეები, რომ სიძნელეების არ შეეშინდეთ, კარგად ისწავლონ, აღიზარდონ სომხური სულით, იყონ ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები. პოეტმა, მთარგმნელმა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა მიულოცა ყველა იმ მშობელს, რომლებმაც სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და შვილები სომხურ სკოლაში მიიყვანეს. ამ დღეებში თბილისში მყოფმა ბეირუთელმა სომეხმა საზოგადო მოღვაწეებმა ჟირაირ დანიელიანმა და ჰამბიკ მარტიროსიანმა თბილისელ სომეხ საზოგადოებასა და საქართველოს ყველა სომეხ მოსწავლეს მიულოცეს ახალი სასწავლო წელი და მათ მოუწოდეს განსაკუთრებით თბილისში იმ სომხური სულის შენარჩუნება, რომელიც საუკუნეების მანძილზე არსებობდა აქ და მსოფლიოს აძლევდა ღირსეულ და საამაყო შვილებს. გაისმა პირველი ზარი, მოსწავლეები კლასებში გადავიდნენ, იმ 22-მა პირველკლასელმა კი, რომელთა შორის არიან „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, მიიღეს ლამაზი საჩუქრები ქართველ სომეხთა კავშირისაგან. ახალი სასწავლო წელი მზად დაიწყო თბილისის, სამცხე ჯავახეთის, ქვემო ქართლის რეგიონების და ქალაქ ბათუმის ყველა ტიპის სომხურმა სკოლამ.
|