საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა ჯვართამაღლების დღესასწაული |
საქართველოს სომეხთა ეპარქიაში სათანადოდ აღინიშნა სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის ხუთ ძირითად დღესასწაულთაგან ბოლო - ჯვართამაღლება ანუ ჟვრის დიდების დღესასწაული. 14 სექტემბერს ხალხმრავლობა იყო თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში. სადღესასწაულო დღე დაიწყო საღმრთო ლიტურგიით. წირვა აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელო იმავე დღეს ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში შესრულდა ჯვრის ამაღლების დიდების ცერემონია. საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ შესრულდა წმინდა ჯვრის სამგლოვიარო სვლა. „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მღდელმსახურთა წინამძღოლობით ჯვარი შემოატარეს ეკლესიის გარშემო, და ხალხი დაილოცა ვარდის წყლით, შემდეგ აკურთხეს რეჰანი, რომელიც ჯვრის ყვავილადაა მიჩნეული. ნაკურთხი რეჰანი დაურიგდა მორწმუნეებს. ჯვართამაღლების დღესასწაული წმინდა ლიტურგიით და საზეიმოდ აღინიშნა სამცხე ჯავახეთის რეგიონის ახალქალაქის, ნინოწმინდის, ახალციხის, ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის რაიონებსა და სოფლებში, ბათუმში მოქმედ სომხურ ეკლესიებში.
|