1geo

fb you od

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი შეხვდა საქართველოს სომეხ ახალგაზრდებს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

oon 

მიმდინარე წლის 27 სექტემბრს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების (დირექტორი: ვაელერი ბადალიანი) ინიციატივით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა შეხვედრა გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელთან - ლაშა შაყულაშვილთან.

ლაშა შაყულაშვილმა წარმატებით გაიარა საარჩევნო კონკურსის ყველა ეტაპ და ეღირსა 2014 წელს გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარდგენის პატივს. გაეროში ახალგაზრდობის დესპანმა ოქტომბერ მონაწილეობა უნდა მიიღოს გაეროს გენერალური ასამბლეის და გაეროს კომიტეტების სხდომებში, სადაც იგი სიტყვით გამოვა საქართველოს ახალგაზრდობის წინაშე წამოჭრილ გამოწვევებსა და პრობლემებზე.

ქვეყნის ახალგაზრდობის სრულყოფილად წარდგენის მიზნით მას მთელი წლის განმავლობაში მრავალი შეხვედრა ჰქონდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტუდენტებთან. გაცნობითი და თანამშრომლობითი ხასიათისა იყო ასევე აღნიშნული შეხვედრა საქართველოს სომეხ ახალგაზრდებთან.

საქართველოს სომეხმა ახალგაზრდებმა თავიანთ გამოსვლებში წარმოდგინეს პრობლემები, რომლებსაც ხვდებიან ისინი. ყველა გამომსვლელმა ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეობის, სამოქალაქო საზოგადოების წევრობის გარემოებას, მათ ჩამოთვეს ყველა ის შეღავათი, რომლიც ეძლევა საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს განათლების მიღების, განსაკუთრებით უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის დროს. თუმცა, ამავდროულად ხაზი გაესვა მშობლიურ ენაზე სკოლები შემცირების, პრეტესტური გამოცდების, სომხეთის ისტორიის არასწორად წარმოდგენის და ამ საგნის სომხური სკოლების პროგრამიდან ამოღების, სომხურ სკოლებში ქართული ენის არასპეციალისტი მასწავლებლების მივლინებისა და ეთნიკური წარმომავლობის გამო სომეხი ახალგაზრდების სამსახურში მიუღებლობის ფაქტებს.

შემაჯამებელ სიტყვაში გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა თქვა, რომ გამართული შეხვედრებიდან მისთვის ცნობილია აქ წამოწეული ყველა საკითხი, და ისინი აუცილებლად ადგილს ჰპოვებენ ოქტომბერში დაგეგმილ მის გამოსვლაში.

საქართველოს სომეხმა ახალგაზრდებმა მზაობა გამოთქვეს ლაშა შაყულაშვილთან თანამშრომლობაზე, ხაზი გაუსვეს ქვეყნის დემოკრატიის შენებაში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის როლსა და მნიშვნელობას.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)