საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი შეხვდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს |
მიმდინარე წლის 4 ნოემბერს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა თავის რეზიდენციაში მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. შეხვედრას ესწრებოდა ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამართლებრივ და თანამშრომლობის საკითხთა განყოფილების დირექტორი ლევონ ისახანიანი. ეპარქიის ლიდერმა მიულოცა და წარმატებები უსურვა ბატონ ალიბეგაშვილს ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევა. შეხვედრაზე ისაუბრეს ქალაქში სომხური ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობის თაობაზე. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა წარმოადგინა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის და იქ განლაგებული ნაგებობების გარდაქმნის საკითხი. სამართლებრივ და თანამშრომლობის საკითხთა განყოფილების დირექტორმა ლევონ ისახანიანმა საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა საკრებულოს შესაბამის სტრუქტურებში საცდელი პერიოდის გავლის მიზნით ქალაქის სომეხი განათლებული ახალგაზრდების ჩართვის წინადადებით. საკრებულოს თავმჯდომარე, შეეხო რა წამოწეულ საკითხებს, გამოხატა მზადყოფნა ყოველმხრივ მხარი დაუჭიროს საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრობლემების გადაწყვეტაში. ბატონმა ალიბეგაშვილმა ეპარქიის ლიდერის მიერ წამოწეული საკითხების შესწავლის და განსახილველად წარდგენის პირობა დადო. მისმა ყოვლადუსამღვდელო
|